მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 46:28 დაამარცხა.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 13:5 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა, თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა და პირველი ტაიმი 17:16 მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი მორაგბეები უკვე დომინირებდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

სამ-სამი ლელო ტაბუცაძე და კარკაძემ, თითო-თითო კი აბულაძემ და ლობჟანიძემ გაიტანეს. ტაბუცაძე 50 ლელოთი მსოფლიოს მელელოვეთა ექვსეულში შევიდა და ლეგენდარულ ანდერვუდს გაუთანაბრდა!

"ბორჯღალოსნები" ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულები.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - ესპანეთი 46:28
საქართველო

ხაზი:
15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
სასახელო ქართველებს, ვულოცავთ გამარჯვებას! გვიყვარხართ და სულ ასე გაგეხარებიმოთ ქართველი ერი!
გენაცვალეთ, ქართულ ჯიგრულ სულში!!!!!!!!!!
18:21 16-03-2025
0
გილოცავთ ბიჭებო! წარმატებები,წარმატებები და კიდევ წარმატებები!
ვახო.
19:27 16-03-2025
0

სიახლეები პოპულარული