საქართველო-ესპანეთის დაპირისპირების წინ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- იმ შემადგენლობიდან რამდენი ადამიანი არის ჩამოსული, ვინც რუმინეთს ეთამაშა?

- საკმაოდ ცოტა მოთამაშე არის იმ მატჩიდან, დაახლოებით 19 მორაგბის შეცვლა მოგვიწია. რამდენიმე მორაგბის დასვენება მივიჩნიეთ საჭიროდ. ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიო თასზე გავიდეთ. ამიტომ ჩემი მიზანია ყველა მორაგბე გამოვცადოთ და ვნახოთ მათი შესაძლებლობები.

- ესპანეთის ნაკრებმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. ხომ არ დაგვისახელებთ მიზეზებს, რის ხარჯზე შეძელით ეს?

- ამ პროგრესის მიზეზია დიდი ხნის განმავლობაში შეუწყვეტლად შრომა, სწორად მუშაობა განვითარებისთვის. საკლუბო დონეზეც გვაქვს პროგრესი, ღირსების ლიგაზე ჩვენი კლუბების მატჩს 27 000 ადამიანი დაესწრო, მოიმატა მედიის დაინტერესებამ.

ჩვენ პრობლემები გვქონდა ელიტარული ლიგებიდან მორაგბეების გამოძახების და ნაკრებში ჩამოსვლის, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს სიტუაცია შეიცვალა. ის ბირთვი, რაც შევკარით რუმინეთთან და რუსეთთან მატჩში, იყო საუკეთესო ესპანეთის შემადგენლობა.

- რას ფიქრობთ, იმ 19 მორაგბის გარეშე შეძლებთ იმავე ხარისხის რაგბის თამაშს?

- იმედი მაქვს, რომ ამ ხარისხს, ამ ტემპს და ამ სიჩქარეს აჰყვებიან. ბოლო პერიოდში ესპანეთის ნაკრების განვითარება მორაგბეთა განვითარებას მოჰყვა.

თავიდან 23 კაცს ვასახელებდი და მიჭირდა ბოლომდე შემადგენლობის შერჩევა, რადგან დაახლოებით 40-მდე კარგი მორაგბე გვყავს და ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას, ეს შეთამაშებაა.

მილტონ ჰეიგი: პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

imereli
ჯერ სად არიან გაისად პოლინეზიელი შავტუხები გადმოიყვანონ. ნამდვილი ესპანელი ალვარადოები იქნებიან. თაღლითები. ჩვენები ხვალ თავის ადგილას მოასრიალებენ მაგათ.
გიორგი
კი მართალია, დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ფრანგების ესპანეთის ნაკრებში გადმოსაყვანად :D
რა ელის "ბორჯღალოსნების" მატჩს? - ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა აშშ ბოლო წუთებში გატეხა [VIDEO]
მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში იაპონიამ რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
პსჟ დუეს კონკურენტის შეძენას გეგმავს
ლუის ენრიკე: "კვარა" უნიკალურია - სიამოვნებაა, რომ გუნდში მყავს
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
"მნიშვნელოვანია როგორ წარვდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრების წინაშე"
ესპანეთი "ბორჯღალოსნებს" შესუსტებული გუნდითა და გადიდებული არენით ხვდება
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის