20 სექტემბერს, მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს 4 ლელო დაუდო და პრემიალური ქულით, 30:10 დაამარცხა.

მიუხედავად მარცხისა, თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში რუსეთი წინ იყო. მე-4 წუთზე ლელო გოლოსნიცკიმ დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად კუშნიაროვმა შეასრულა.

იაპონელებმა მე-11 წუთზე უპასუხეს მაცუშიმას ლელოთი, თუმცა ტამურამ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა და ანგარიში 5:7 დარჩა. ტაიმის ბოლოს, 38-ე წუთზე მაცუშიმამ დუბლი შეასრულა და იაპონია დააწინაურა. ამჯერად ტამურამ ზუსტად გარდასახა და ტაიმი იაპონიამ 12:7 მოიგო.

მეორე ნახევარში იაპონელებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ. მართალია, რუსები 2-ჯერ საკმაოდ ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა მასპინძელთა დაცვას ვერ აჯობეს.

43-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად ტამურამ შეასრულა, 3 წუთში კი ლაბუშანჟმა ლელო დადო. ტამურამ მეორე გარდასახვა გააფუჭა და ანგარიში 20:7 დარჩა. ამის შემდეგ კუშნიაროვმა და ტამურამ ზუსტი ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 68-ე წუთზე ჰეთ-თრიკი მაცუმიმამ შეასრულა, გარდასახვა ზუსტად შეცვლაზე შემოსულმა მაცუდამ დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

იაპონია, ტოკიო. მსოფლიო თასი. A ჯგუფი

იაპონია - რუსეთი 30:10

ლელოები

იაპონია: მაცუშიმა (3), ლაბუშანჟი (1 გარდასახვა- ტამურა, 1 გარდასახვა- მაცუდა)

რუსეთი: გოლოსნიცკი (გარდასახვა კუშნიაროვი)

ჯარიმა

იაპონია: ტამურა (2)

რუსეთი: კუშნიაროვი

სოსო
ჩვენ ხომ ვნახეთ, შარშან რა დღეში ჩაგვაგდო იაპონიამ?მათთვის რუსეთი გასახურებელი თამაშია.იცოდნენ რომ მოიგებდნენ და მოიგეს კიდეც.მათი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა და ეს,შოტლანდია-ირლანდიასთან დაპირისპირებაში უნდა შესძლონ.აი, იქ გამოჩნდება ნამდვილი იაპონია.
misha
თუ ასე გააგრძელა იაპონიამ შორს ვერ წავა.
ooo.
მაინც ყოჩაღ რუსეთის ნაკრებს.
Musenbezi
იაპონიის ნაკრებია თუ ოკეანეთის, ამდენი ნატურალიზებული მოთამაშე რა საჭიროა... შოტლანდიაც და ირლანდიაც საკმაოდ მარტივად მოუგებენ ამ იაპონიას.
სოსო
ფიჯისთან თამაშის წინ,ბორჯღალს,სულ სამი დღე უწევს დასვენება,ფიჯის კი,7 დღე აქვს და ეს გვაიძულებს,ურუგვაისთან ძალების დაზოგვაზე ვიფიქროთ.დაზოგვით კი,შესაძლო პრემიალურის აღება როგორ გამოვა,ღმერთმა იცის.ასე რომ საშინელი კალენდარი გვაქვს
leri
რუსეთი როგორ მოხვდა იაპონიაში ეგ გამიკვირდა. ეგ ათი ქულაც დიდი მიღწევაა მაგათი.
რა ელის "ბორჯღალოსნების" მატჩს? - ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა აშშ ბოლო წუთებში გატეხა [VIDEO]
ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს