ესპანეთის თავკაცი "ბორჯღალოსნებთან" მატჩამდე: ვცდილობთ, მსოფლიო თასზე გავიდეთ

AutoSharing Option
საქართველო-ესპანეთის დაპირისპირების წინ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- იმ შემადგენლობიდან რამდენი ადამიანი არის ჩამოსული, ვინც რუმინეთს ეთამაშა?
- საკმაოდ ცოტა მოთამაშე არის იმ მატჩიდან, დაახლოებით 19 მორაგბის შეცვლა მოგვიწია. რამდენიმე მორაგბის დასვენება მივიჩნიეთ საჭიროდ. ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიო თასზე გავიდეთ. ამიტომ ჩემი მიზანია ყველა მორაგბე გამოვცადოთ და ვნახოთ მათი შესაძლებლობები.

- ესპანეთის ნაკრებმა საგრძნობი პროგრესი განიცადა. ხომ არ დაგვისახელებთ მიზეზებს, რის ხარჯზე შეძელით ეს?

- ამ პროგრესის მიზეზია დიდი ხნის განმავლობაში შეუწყვეტლად შრომა, სწორად მუშაობა განვითარებისთვის. საკლუბო
დონეზეც გვაქვს პროგრესი, ღირსების ლიგაზე ჩვენი კლუბების მატჩს 27 000 ადამიანი დაესწრო, მოიმატა მედიის დაინტერესებამ.

ჩვენ პრობლემები გვქონდა ელიტარული ლიგებიდან მორაგბეების გამოძახების და ნაკრებში ჩამოსვლის, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს სიტუაცია შეიცვალა. ის ბირთვი, რაც შევკარით რუმინეთთან და რუსეთთან მატჩში, იყო საუკეთესო ესპანეთის შემადგენლობა.

- რას ფიქრობთ, იმ 19 მორაგბის გარეშე შეძლებთ იმავე ხარისხის რაგბის თამაშს?

- იმედი მაქვს, რომ ამ ხარისხს, ამ ტემპს და ამ სიჩქარეს აჰყვებიან. ბოლო პერიოდში ესპანეთის ნაკრების განვითარება მორაგბეთა განვითარებას მოჰყვა.

თავიდან 23 კაცს ვასახელებდი და მიჭირდა ბოლომდე შემადგენლობის შერჩევა, რადგან დაახლოებით 40-მდე კარგი მორაგბე გვყავს და ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას, ეს შეთამაშებაა.


შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი მართალია, დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ფრანგების ესპანეთის ნაკრებში გადმოსაყვანად :D
გიორგი
14:51 02-03-2018
0

სიახლეები პოპულარული