ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით და ნაკრების ნაჩვენები თამაშით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ მატჩით, არ ვიყავით საუკეთესო გუნდით ჩამოსული და კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვეჩვევით მოგებას, მოგებისთვის თამაშს და რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ძირითადად ნატურალიზებული მორაგბეებით ნაკრების შექმნა და მათით თამაში?
- დიახ, დადებით გზად მიმაჩნია. ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ ხარისხიანი რაგბი და ამას ახალგაზრდობა უყურებს და ვითარდება.

კი გვყავს ფრანგები,
მაგრამ ისინი წარმოშობით ესპანელები არიან.  ჩვენ გვყავს წამყვანი სპორტსმენები ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში და ა.შ. ახლა ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ რაგბში.

ესპანელთა კაპიტანი: მე ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ, გულდაწყვეტილი დავრჩი. ჩვენ ამ შეხვედრაში მეტი შეგვეძლო, თუმცა ასე არ მოხდა. ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მარცხი კი გულდასაწყვეტია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
შეეძლოთ თურმე მოგება, მწვრთელი და კაპიტანი ნამდვილი თავხედები
გიორგი
03 მარტი 2018 20:37
1
რა გინდა ,იოცნებონ.ოცნებას კაცი არ მოუკლავს,ისე კი მართლა მაგრად იბრძოლეს,ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენგან განსხვავებით.
სოსო
04 მარტი 2018 23:27
0
axia chvenze. jer es kaci izaxda, ara aqvs mnishvnelova, ziritadsgi vin iqnebao. erti zalus aris yvelao. axla, roca naxes,rom tanavrad gvetamashnen, gaaxsenda rom mtavari gundit ar chamosula.heigs madloba da wavides ra! katasrofaa. regresi didi xania saxezea. ase shesginebuli tamashi espanetis dubltan rogor ravsdeba 6 ersgi tamash is surviltan da " italia u da shevchamot" tan, ar mesmis.
zuka
03 მარტი 2018 20:31
15
სანტიაგო სანტოსი მოვიყვანოთ ნაკრების მწვრთნელად :) კარგი მწვრთნელი ჩანს
გიორგი
03 მარტი 2018 22:01
0

სიახლეები პოპულარული