მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში იაპონიამ რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
20 სექტემბერს, მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს 4 ლელო დაუდო და პრემიალური ქულით, 30:10 დაამარცხა.

მიუხედავად მარცხისა, თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში რუსეთი წინ იყო. მე-4 წუთზე ლელო გოლოსნიცკიმ დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად კუშნიაროვმა შეასრულა.

იაპონელებმა მე-11 წუთზე უპასუხეს მაცუშიმას ლელოთი, თუმცა ტამურამ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა და ანგარიში 5:7 დარჩა. ტაიმის ბოლოს, 38-ე წუთზე მაცუშიმამ დუბლი შეასრულა და იაპონია დააწინაურა. ამჯერად ტამურამ ზუსტად გარდასახა და ტაიმი იაპონიამ 12:7 მოიგო.

მეორე ნახევარში იაპონელებს აშკარა უპირატესობა
ჰქონდათ. მართალია, რუსები 2-ჯერ საკმაოდ ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა მასპინძელთა დაცვას ვერ აჯობეს.

43-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად ტამურამ შეასრულა, 3 წუთში კი ლაბუშანჟმა ლელო დადო. ტამურამ მეორე გარდასახვა გააფუჭა და ანგარიში 20:7 დარჩა. ამის შემდეგ კუშნიაროვმა და ტამურამ ზუსტი ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 68-ე წუთზე ჰეთ-თრიკი მაცუმიმამ შეასრულა, გარდასახვა ზუსტად შეცვლაზე შემოსულმა მაცუდამ დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

იაპონია, ტოკიო. მსოფლიო თასი. A ჯგუფი
იაპონია - რუსეთი  30:10

ლელოები
იაპონია: მაცუშიმა (3), ლაბუშანჟი (1 გარდასახვა- ტამურა, 1 გარდასახვა- მაცუდა)
რუსეთი: გოლოსნიცკი (გარდასახვა კუშნიაროვი)

ჯარიმა
იაპონია: ტამურა (2)
რუსეთი: კუშნიაროვი
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ასე გააგრძელა იაპონიამ შორს ვერ წავა.
misha
06:01 21-09-2019
0
მაინც ყოჩაღ რუსეთის ნაკრებს.
ooo.
21:22 20-09-2019
8

სიახლეები პოპულარული