არგენტინის ნაკრების მორაგბე: ჩემთვის დიდი პატივი იყო გორგოძილასთან დაპირისპირება

AutoSharing Option
ახლახან ქართველ ლეგიონერთა (მამუკა გორგოძე, ბადრი ალხაზიშვილი, ლევან ჩილაჩავა) "ტულონი" ამხანაგურ მატჩში შეხვდა "მზარდი არგენტინის" ნაკრებს (არგენტინა XV) და 24:45 დამარცხდა.

მამუკა გორგოძე ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ხშირად უხდებოდა დუელი არგენტინელთა 21 წლის მესამეხაზელ სანტიაგო პორტილიოსთან. ეს გუნდები არგენტინულ ტუკუმანში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

"თამაშის განმავლობაში ბევრჯერ დავუპირისპირდი მამუკა გორგოძეს. გორგოძილასთან დაპირისპირებით ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოვცადე. მიხარია, რომ ასეთი მაღალი დონის მოთამაშეს შევხვდი და მას კიდევ დავუპირისპირდები მოედანზე", - განაცხადა სანტიაგო პორტილიომ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზოგიერთების გასაგონად ვიტყვი ... გორგოძეს სახელს აუგად როგორ ახსენებთ ამ კაცის ფჩხილის წონაც არა ხარათ რას ჭორაობთ და ჭკვას რას ასწავლით თვითონ თქვენზე კარგად იცის როგორ მოიქცეს
ზურა
13:00 04-08-2017
0
ახსნა კაცმა,გორგოძეს ვგულისხმობ, რატომ წავიდა და გამიხტებიან ხოლმე და ასწავლიან ჭკუას... რა კონტრაქტზეა ლაპარაკი, 33 წლისაა და მაქსიმუმ ორი წელი ითანაშოს კიდევ კლუბში. შარშან ნოემბერში თუ უყურე თამაშებს არ უნდა გიჩნდებოდეს კითხვა რატომ მიდის. კლუბშიც აღარ თამაშობს ძირითადში...
ბექა
12:25 04-08-2017
0

სიახლეები პოპულარული