მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონმა" მორიგი საწვრთნელი შეხვედრა გამართა ტუკუმანში "მზარდი არგენტინის ნაკრებთან" და 36:29 დაამარცხა.
ეს გორგოძის გუნდის შურისძიება იყო რამდენიმე დღის წინანდელი დამარცხებისთვის (24:45). ტულონელებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს: ჟან მონრიბო, კრის ეშტონი, უგო ბონევალი (2) და ფაკუნდო ისა.
გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ისევ მეორე ხაზში ითამაშა, ჩილაჩავა მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ალხაზაშვილი განაცხადში არ იყო.
მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გელა აფრასიძის "მონპელიე"
კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" კი, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს" სძლია - 38:21. ქართველთაგან მხოლოდ შარიქაძემ და ხატიაშვილმა ითამაშეს.
არმან ვაკერენის ტრადიციულ ტურნირზე თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი" 26:49 დამარცხდა "კასტრთან". მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თეთრაშვილმა და ახობაძემ შეცვლაზე ითამაშეს.
"პერპინიანმა" შინ დაამარცხა ელიტური, პირველი დივიზიონის ბინადარი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 24:12. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბექა ბიწაძის "ნარბონი" ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მასის" დაუპირისპირდა და 33:29 მოუგო. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" თანადივიზიონელ "ბაიონს" მოუგო - 26:21, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენებურის გუნდი ელიტურ, პირველ დივიზიონში გადასაბარგებლად ემზადება.