ქართველი შერკინების ბურჯის ბექა გიგაშვილის "გრენობლმა" მოულოდნელად სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, დივიზიონის დებიუტანტ "ნევერთან" - 16:17. ეს ანგარიში 64-ე წუთზე დაფიქსირდა. გიგაშვილი ერთი წუთის შემდეგ შეცვალეს. "ალპელებმა" კი თამაშის დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მიუხედავად ამისა, "გრენობლი" მაინც პირველ ადგილზეა. მას 27 ქულა აქვს. ამდენივე ქულა დაუგროვდა "მონტობანსაც", რომელმაც "ალპელებისგან" განსხვავებით, სტუმრად დაამარცხა ასევე დივიზიონის
საგულისხმოა, რომ 48-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო - 12:12. სტუმრებმა გარდასახული ლელო მიითვალეს და დაწინაურდნენ. დარჩენილ 32 წუთში ვერცერთმა გუნდმა მონაგარი ვეღარ გაზარდა.
მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება ბექა შეყლაშვილის "კოლომიე", რომელმაც სტუმრად წააგო ელიზბარ ყუფარაძის "დაქსთან" - 25:30. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. ყუფარაძე განაცხადში არ იყო.
ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკმა" შინ დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი, კატალონიური "პერპინიანი" - 38:18. შარიქაძემ მიმდინარე სეზონში პირველად არ ითამაშა. ხატიაშვილი 38-ე წუთზე შეცვალეს.
დაძაბული გამოდგა ბექა ბიწაძის "ნარბონის" საშინაო შეხვედრა შალვა სუთიაშვილის "ანგულემთან", რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 29:25.
მატჩის არბიტრმა სამი მორაგბე სინბინში გაუშვა, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენა. ამასთან ერთად, მსაჯმა "ნარბონის" სასარგებლოდ სამი საჯარიმო ლელო (21 ქულა) ჩათვალა. ბიწაძე 64-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა 15 წუთით მეტი ითამაშა.
VIII ტური
დაქსი-კოლომიე 30:25, ბეზიე-კარკასონი 27:10, მასი-მონ დე მარსანი 12:6, ნარბონი-ანგულემი 29:25, ვანი-მონტობანი 12:19, ნევერი-გრენობლი 17:16, ბაიონი-ბიარიცი 24:30, ორიაკი-პერპინიანი 38:18
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 27 ქულა, 2. მონტობანი - 27, 3. კოლომიე - 26, 4. პერპინიანი - 25, 5. ბეზიე - 22, 6. მონ დე მარსანი - 21, 7. ბიარიცი - 21, 8. მასი - 19, 9. დაქსი - 18, 10. ორიაკი - 17, 11. ვანი - 15, 12. ანგულემი - 14, 13. ბაიონი - 14, 14. ნევერი - 13, 15. ნარბონი - 12, 16. კარკასონი - 6
IX ტური
კოლომიე-ნევერი, ანგულემი-მასი, ბიარიცი-დაქსი, კარკასონი-ბაიონი, მონ დე მარსანი-ორიაკი, მონტობანი-ბეზიე, გრენობლი-ვანი, ნარბონი-პერპინიანი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"