რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური ქართველ მორაგბეთა კლუბებს უკავია. მათ შორის არ არის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "კლერმონი".

ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე წარმატებული მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, ბადრი ალხაზაშვილის "ტულონისა" და არლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივის" დაპირისპირება გამოდგა. შეხვედრაში, რომელიც ტულონელებმა 41:24 მოიგეს, ასეიშვილმა 39-ე წუთზე ლელო გაიტანა, ოცი წუთის შემდეგ კი სინბინში გაუშვეს და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

გორგოძე კი, რომელმაც სრულად ითამაშა, სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" ტურის
სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა მეორეხაზელის პოზიციაზე. სხვა ქართველებს ამ მატჩში არ უთამაშიათ.

"ლიონის" ლიდერობა ყველასთვის დიდი მოულოდნელობაა. არადა, თამაშის ხარისხით თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს. რვა მატჩში შვიდი მოგებაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ჩემპიონის მაჩვენებელია. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რადგან კონკურენტები ლიონელებს არანაკლებ ამბიციურები და ძლიერები ჰყავს.

"ლიონმა" ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 52:18. ქართველებს არ უთამაშიათ.

"ლიონს" კვალში უდგას მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "მონპელიე", რომელსაც, როგორც თამაშიდან ჩანს, ასევე ძალუძს, ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. მონპელიელელებმა სტუმრად მოიპოვეს მნიშვნელოვანი გამარჯვება "პოსთან" - 22:16. სამივე ქართველი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. მიქაუტაძე კი, რომელსაც დისკვალიფიკაცია რამდენიმე დღის წინათ დაუმთავრდა, მატჩის მიწურულს სინბინში გაუშვეს.

რვა თამაშიდან ოთხი მოიგო დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონმა". "ვულკანებისთვის" ეს სულაც არ არის დიდებული შედეგი. მერვე ტურში მათ შინ დაამარცხეს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფარანსე" - 33:10. შედეგად, კლერმონელებმა ოდნავ გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა და საპლეიოფო ზონას ნელ-ნელა მიუახლოვდნენ.

პარიზელთა გუნდი კი უკვე მერამდენე სეზონია, ვერაფრით ახერხებს კრიზისის დაძლევას. ის ჯერჯერობით, გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ბოლო ორი ადგილი ასევე ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავია. "ბრივის" შესახებ უკვე ვთქვით. მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "კასტრთან" - 43:28. თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძე თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო.

TOP-14
VIII ტური
ტულონი-ბრივი 41:24, ლიონი-ოიონაქსი 52:18, პო-მონპელიე 16:22, მეტრო რასინგი-ბორდო 29:13, კლერმონი-სტად ფრანსე 33:10 კასტრი-აჟენი 43:28, ლა როშელი-ტულუზი 37:21

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 8 7 0 1 +118 32(4)
2. მონპელიე 8 6 0 2 +97 28(4)
3. ლა როშელი 8 6 0 2 +82 26(2)
4. ტულუზი 8 5 1 2 +53 24(4)
5. ტულონი 8 5 0 3 +27 24(4)
6. ბორდო 8 5 0 3 +25 22(2)
7. რასინგი 8 4 0 4 +35 20(4)
8. პო 8 4 0 4 +1 18(2)
9. კლერმონი 8 4 0 4 +32 17(1)
10. კასტრი 8 3 0 5 -13 17(5)
11. სტად ფრანსე 8 3 0 5 -68 13(1)
12. ოიონაქსი 8 1 1 6 -153 7(1)
13. აჟენი 8 1 0 7 -97 6(2)
14. ბრივი 8 1 0 7 -151 5(1)

პირველი დივიზიონის მსგავსად, მეორე დივიზიონსაც ქართველი მორაგბის, ბექა გიგაშვილის "გრენობლი" ლიდერობს. ოღონდ, ლიონელი ქართველი პირველხაზელებისგან განსხვავებით, გიგაშვილი თითქმის მუდმივად შემადგენლობაშია.

"ალპელებმა" შინ მიიღეს ბასკური "ბიარიცი" და 39:28 დაამარცხეს. ქართველი შერკინების ბურჯი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

"გრენობლს" კვალში უდგას ბექა შეყლაშვილის "კოლომიე", რომელმაც შინ უშუალო კონკურენტ "მონტობანს" სძლია - 34:3. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, დაშავდა და 59-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა.

ტურიდან ტურამდე უმატებს ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი", რომელმაც განვლილ ტურში პატარა გმირობა ჩაიდინა და სტუმრად უშუალო კონკურენტს, კატალონიურ "პერპინიანს" მოუგო - 44:20. მარსანელები საპლეიოფო ზონაში შევიდნენ და სავარაუდოდ, იქ დაიმკვიდრებენ კიდეც ადგილს.

ისევ უკან მიდის მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკის" საქმე. ჩვენებურთა გუნდი ამჯერად სტუმრად დამარცხდა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსთან" - 9:20. შარიქაძემ სრულად ითამაშა, ხატიაშვილი 45-ე წუთზე შეცვალეს.

სატურნირო ცხრილის ბოლო ორი საფეხური აქაც ქართველთა გუნდებს უკავიათ - ვახტანგ მაისურაძის "ვანს" და შალვა მამუკაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და მირიან ბურდულის "კარკასონს". ორივე გუნდმა განვლილ ტურში მარცხი განიცადა. ნაცარაშვილმა წლეულს პირველად ითამაშა და 22-ე წუთზე სინბინში გაუშვეს, მაისურაძე 45-ე წუთზე შეცვალეს. სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.

PRO D2
X ტური
გრენობლი-ბიარიცი 39:28, ბაიონი-ანგულემი 41:12, ბეზიე-ნარბონი 19:34, დაქსი-ორიაკი 20:9, მასი-ვანი 20:13, ნევერი-კარკასონი 22:12, კოლომიე-მონტობანი 34:3, პერპინიანი-მარსანი 20:44

თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გრენობლი 10 8 0 2 +99 36(4)
2. კოლომიე 10 6 1 3 +66 31(5)
3. მონტობანი 10 7 1 2 -20 31(1)
4. მარსანი 10 6 0 4 +100 30(6)
5. პერპინიანი 10 6 0 4 +88 29(5)
6. ბიარიცი 10 6 0 4 +9 25(1)
7. მასი 10 6 0 4 +9 24(4)
8. ბეზიე 10 5 0 5 +17 23(3)
9 დაქსი 10 5 0 5 -29 23(3)
10. ნევერი 10 5 0 5 -1 22(2)
11. ბაიონი 10 4 0 6 -53 19(3)
12. ორიაკი 10 3 1 6 +18 18(4)
13. ანგულემი 10 4 0 6 -51 18(2)
14. ნარბონი 10 3 1 6 -85 17(3)
15. ვანი 10 3 0 7 -61 15(3)
16. კარკასონი 10 2 0 8 -9 11(3)

TOP-14
VIII ტური
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (54 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (50 წთ)
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ბექა კაკაბაძე (კლერმონი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (48 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (48 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) შეცვლაზე (66 წთ), სინ
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) განაცხადში არ იყო
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (რასინგი) შეცვლაზე (43 წთ)
ლაშა ტაბიძე (ბორდო) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (61 წთ), 1 ლ, სინ
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
თორნიკე მატარაძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
გურამ პაპიძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) შეცვლაზე (73 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ძირითადში (45 წთ)
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო

PRO D2
X ტური
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (45 წთ)
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) ძირითადში (59 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) ძირითადში (45 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში (69 წთ)
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) შეცვლაზე (49 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
მირიან ბურდული (კარკასონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (60 წთ), სინ
ბექა ბიწაძე (ნარბონი) ძირითადში (68 წთ)
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადში არ იყო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Mამუკა დაუბრუდი ნაკრებს
irakli
11:40 04-11-2017
0
რუმინეთის ნაკრებს ყავდა ლეგენდარული კაპიტანი მუტუ,რომელმაც 40 წლამდე ითამაშა,მას მერე გუნდს ძალიან გაუჭირდა და გულშემატკივრების გამუდმებული თხოვნით ის დაბრუნდა.იქნებ ჩვენი თხოვნაც შეისმინოს მამუკამ და დაბრუნდეს.მის გარეშე უკუსვლა გარდუვალია.არც ზირაქაშვილის დაბრუნება იქნება ურიგო.მამუკა!არა ხარ შენ იმ ასაკში ნაკრები,რომ მიატოვო.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული