ქართველი მეორეხაზელი შემოდგომის ტესტ-მატჩების შემდეგ ბრიტანეთში კარგ ფორმაში დაბრუნდა და 8 დეკემბერს ბრიტანეთისა და ირლანდიის თასზე "ლენსტერის" წინააღმდეგ სრულად ითამაშა. 18 დეკემბერს მას სარეზერვო გუნდის კაპიტნის სამკლავური ანდეს და მოედანზე ამჯერადაც 80 წუთი გაატარა.
ნემსაძე "ბრისტოლში" მეორე სეზონს ატარებს. მას "ბორჯღალოსნების" კვართით 76-ჯერ უთამაშია.
ცუცქირიძემ "ორიაკთან" 3-წლიანი გააფორმა
ახალგაზრდა "ბორჯღალოსანმა" გიორგი ცუცქირიძემ პრო დე2-ის "ორიაკთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2021 წლამდე დარჩება.
21 წლის მესამეხაზელი "ორიაკს" მიმდინარე
"მხოლოდ ერთი თამაში გახდა საჭირო "ბაიონის" ესპუარებთან, რათა სრულფასოვნად შეგვეფასებინა ქართველი მორაგბის ნიჭი. ის გუნდს ზაფხულის მიწურულს "ბრივიდან" შეუერთდა, შემოდგომის ტესტებისთვის საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს სხვა პროფესიონალური კლუბებიც სთავაზობდნენ, "ორიაკში" დარჩენა გადაწყვიტა" - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ცუცქირიძეს სანაკრებო დებიუტი 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან ჰქონდა და მას შემდეგ 6 კეპი მოიხვეჭა. ბოლოს მან ივნისში, ამერიკული ტურნეს დროს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. შემოდგომაზე გიორგი "ბორჯღალოსნებთან" ერთად იყო, თუმცა თამაშმა არ მოუწია.
შეგახსენებთ, "ორიაკში" "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი თამაშობენ.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით