საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა.

გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მე-8 ტურში "პო" "კლერმონს" ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა გორგაძე სტუმართა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

ორი „ქართული გუნდის“ დაპირისპირებაში "ბიარიცმა" "ბრივი" მიიღო და ბონუსით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი – ისინი ერთდროულად, 56-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნუცუბიძე კი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. "ბრივის" ძირითადში იყვნენ ვანო კარკაძე (64-ე წუთზე შეცვალეს), ლუკა ჯაფარიძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ვასილ ლობჟანიძე (48-ე წუთზე შეცვალეს). ჯაფარიძემ მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა.

"ბორდომ" "პერპინიანი" მიიღო და ბონუსით, 39:13 სძლია. გამარჯვებაში წვლილი ლექსო ყაულაშვილსაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ეს ჯინჭარაძისთვის სადებიუტო მატჩი იყო ტოპ 14-ში.

"სტად ფრანსემ" "ლიონს" პარიზში 23:18 აჯობა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს და ვასილ კაკოვინი 57-ე, ხოლო გიორგი მელიქიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

"რასინგ 92"-მა "მონპელიე" მიიღო და 21:32 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 49 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი. აქედან სამ წუთში პარიზელების მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

"კასტრი" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და უშანსოდ, 0:41 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

"ტულონმა" მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. "ლა როშელმა" სტუმარი ბონუსით, 39:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თამაში "ტულონის" ძირითადში, კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თამაშში დაბრუნდა.

პრო დე2

"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეორე ლელო გაიტანა. მისი "ორიაკი" "აჟენს" ეწვია და 21:25 დამარცხდა. ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და ლელო, რომლითაც მისმა გუნდმა ნუგეშის ქულა მიიღო, 76-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და ის 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ულელოო მატჩში "მონტობანმა" "მონ-დე-მარსანი" 21:18 დაამარცხა. მირიან ბურდულმა გამარჯვებულთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ლაშა მაჭარაშვილი კი სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით "ბეზიემ" "კოლომიე" 16:15 დაამარცხა. "ბეზიეს" მარქაფაში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.

"ბაიონმა" "პროვანსს" ბონუსით, 47:19 მოუგო და სატურნირო ცხრილს 29 ქულით "მონ-დე-მარსანთან" ერთად ლიდერობს. ბასკთა შორის შეცვლაზე უკვე მე-2 წუთზე შევიდა კოტე მიქაუტაძე, მე-14 წუთზე მოედანი დატოვა და 46-ეზე თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლუკა ჭელიძე და 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბექა კაკაბაძის "ოიონა" "რუანს" ეწვია და 16:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა.

ვაჟა კაპანაძის "ბურგ-ან-ბრესმა" დაძაბულ ბრძოლაში "ნარბონს" 36:33 მოუგო. ქართველი ბურჯი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ფრედ, 21:21 დასრულდა "ნევერისა" და "გრენობლის" შეხვედრა. მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი გავიდა. "ნევერის" ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე. "გრენობლმა" 57 წუთი ათამაშა ზურაბ ჟვანია, ხოლო ილია კაიკაციშვილი 62-ე წუთზე შეცვალა.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა