სოსო მათიაშვილმა შესაძლოა "ლონდონ აირიშთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
რუსული "კრასნი იარის" ქართველმა მორაგბემ სოსო მათიაშვილმა შესაძლოა "ლონდონ აირიშთან" ვერ ითამაშოს.

ამის შესახებ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

მათიაშვილმა დაზიანება ლონდონში მიიღო და მისი მონაწილეობა საპასუხო შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება გუნდს, "კრასნი იარი" მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ემზადება.

როგორც ვებგვერდი წერს:

"მარტყოფი მატჩისთვის მოსამზადებლად იდეალური ადგილია, სადაც ევროპული დონის სავარჯიშო ბანაკია. მაღალმთიანი ადგილი, სუფთა ჰაერი და რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა".

17 იანვარს სოსო მათიაშვილმა კიდევ ერთი შემოწმება გაიარა, მწვრთნელები კი კვლევის პასუხებს ელოდებიან. 19 იანვარს "კრასნი იარი"
"ავჭალაზე" ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარისა" და "ლონდონ აირიშის" "ჩელენჯ ქაპის" საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული