"ამ გუნდთან დიდი ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი - "ბრისთოლთან" კონტრაქტს ვწყვეტდი და "ოსპრეიზში" გადავდიოდი. რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ უელსში ჩავედი და ერთი კვირა ვივარჯიშე, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ახლა ბრისთოლში ვარ, პატარ-პატარა საქმეებს ვაგვარებ და საღამოს ახალ გუნდთან ერთად ვიქნები.
განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და "ლენსთერთან" ვერ ვითამაშებ. მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მანამდე
უელსელებს უყვართ მოთამაშეები, რომელთაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში და მკითხეს, შევძლებდი თუ არა მესამე ხაზში დადგომას. მე, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე, ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა და თუ შანსი მომეცემა, რატომაც არა", - ამბობს გიორგი ნემსაძე.
ნემსაძე 2007-16 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. ორი წლის წინ ინგლისურ "ბრისთოლს" შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში იშვიათად უწევდა თამაში და კლუბის გამოცვლაც ამის გამო განიზრახა.
33 წლის მორაგბე "ბორჯღალოსნების" ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 81 კეპი და 13 ლელოა. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.
ნემსაძემ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნებს" უკაპიტნა და მისი ლიდერობით საქართველოს ნაკრებმა 5-ვე მატჩი მოიგო და ტურნირი დიდი სლემით მოიგო. ამ მოგებით "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩეპიონობა მეათედ მოიპოვეს და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნეს.