გიორგი ნემსაძე: ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა და თუ შანსი მომეცემა, რატომაც არა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ უელსურ "ოსპრეისში" გადასვლის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.


"ამ გუნდთან დიდი ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი - "ბრისთოლთან" კონტრაქტს ვწყვეტდი და "ოსპრეიზში" გადავდიოდი. რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ უელსში ჩავედი და ერთი კვირა ვივარჯიშე, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ახლა ბრისთოლში ვარ, პატარ-პატარა საქმეებს ვაგვარებ და საღამოს ახალ გუნდთან ერთად ვიქნები.

განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და "ლენსთერთან" ვერ ვითამაშებ. მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მანამდე
დერეფანში კომბინაციებს უფრო მეტად დავხვეწთ და მომდევნო თამაშისთვის შანსი მექნება. გუნდში დიდი კონკურენციაა, "ოსპრეიზში" ოთხი მეორეხაზელი ვარჯიშობს და წინასწარ გუნდში მოხვედრა გარანტირებული არავის არა აქვს.

უელსელებს უყვართ მოთამაშეები, რომელთაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში და მკითხეს, შევძლებდი თუ არა მესამე ხაზში დადგომას. მე, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე, ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა და თუ შანსი მომეცემა, რატომაც არა", - ამბობს გიორგი ნემსაძე.

ნემსაძე 2007-16 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. ორი წლის წინ ინგლისურ "ბრისთოლს" შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში იშვიათად უწევდა თამაში და კლუბის გამოცვლაც ამის გამო განიზრახა.

33 წლის მორაგბე "ბორჯღალოსნების" ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 81 კეპი და 13 ლელოა. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.

ნემსაძემ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნებს" უკაპიტნა და მისი ლიდერობით საქართველოს ნაკრებმა 5-ვე მატჩი მოიგო და ტურნირი დიდი სლემით მოიგო. ამ მოგებით "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩეპიონობა მეათედ მოიპოვეს და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენს ნაკრებს მეორე ხაზში მოთამაშე ჰაერივით სჭირდება.მისი და მიქაუტაძის გარდა გამოცდილი მოთამაშე პრაქტიკულად არა გვყავს. კარგია, თუ დამკვიდრდება კლუბში, მაგრამ იმედია მეორე ხაზში ითამაშებს.
გგგ
17:45 23-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული