გასულ უქმეებზე საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი მორაგბეების მონაწილეობით მატჩები გაიმართა.

"ბორჯღალოსანმა" თამაზ მჭედლიძემ ტოპ 14-ის 2018/2019 წლების სეზონის დაწყება ლამაზი ლელოთი აღნიშნა.

მისი და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონს" ეწვია და ტაიმი 16:15 მოუგო, თუმცა საბოლოოდ 23:67 დამარცხდა.

მჭედლიძემ სრულად ითამაშა. 25-ე წუთზე თითქმის კარის წინ ბურთი მიიღო, ორ მბოჭავს გვერდი აუარა და სტუმართა პირველი ლელოთი სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (10:12). "აჟენის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა ბურჯმა თეთრაშვილმა, რომლის პირისპირ ზირაქაშვილი იდგა. ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" პირველი ტაიმი ითამაშა.

ქართველი ლეგიონერების გარეშე არ ჩატარებულა პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრები. მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და გელა აფრასიძის "მონპელიემ" "კასტრს" უმასპინძლა. გასული სეზონის ფინალურ მატჩში მარცხის გამო მასპინძლებს რევანში სურდათ, მაგრამ 31-ედან 51-ე წუთამდე 19 (3 ლელო და 2 გარდასახვა) უპასუხო ქულა გაუშვეს და საბოლოოდ 20:25 დამარცხდნენ. "მონპელიეს" რიგებში 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მეორეხაზელმა მიქაუტაძემ.

თბილისური შეკრების შემდეგ "რასინგ 92"-მა ტოპ 14-ის პირველი მატჩი სტუმრად "ტულონთან" გამართა და მეტოქე 25:9 დაამარცხა, თანაც სამი უპასუხო ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა მამუკა გორგოძე, ხოლო პარიზელთა რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

"ბორდომ" "პო" მიიღო, ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა - 41:19. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის ახალწვეული ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 43-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთის გასვლის შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. დასკვნით წუთებში შეცვლაზე ითამაშა კიდევ ერთმა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ.

ტოპ 14-ში დაბრუნებული "გრენობლი" "ლა როშელს" ეწვია და 21:28 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ახალწვეულმა ბურჯმა დუდუ ქუბრიაშვილმა, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში "სტად ფრანსემ" "პერპინიენი" სტუმრად 46:15 დაამარცხა, ხოლო "ლიონმა" და "ტულუზმა" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 16:16.

ლელო პირველ შეხებაზე

ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ გრანდ "ვოსფსში" გადასულმა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა გამართა და ბურთთან პირველი შეხება ლელოთი აღნიშნა.

ბრიტანეთში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და "ბზიკებმა" წინასასეზონო მატჩი პრო 14-ის ირლანდიურ "ალსთერთან" გამართა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, 43-ე წუთზე, პირველსავე შერკინებაში მეტოქე დააჯარიმა, დერეფნიდან კი თავად შეუტია და ლელო გაიტანა. "ვოსფსმა" თამაში 31:14 მოიგო.

პრო დე 2

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველების "ბრივმა", რომელმაც "კოლომიე" მიიღო და 27:17 სძლია. მასპინძელთა განაცხადში იყო და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა სოსო ბეკოშვილმა.

"ბიარიცი" "მონტობანს" ეწვია და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა - ჯარიმა 73-ე წუთზე გაუშვა და 15:16. სტუმართა შორის 51-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა ვახტანგ ახობაძე.

სტუმრად "ბეზიესთან" 26:37 დამარცხდა "მასი", რომლის რიგებში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა.

"კარკასონს" ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა "ანგულემი" - 15:18. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც 21-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

მეორე ტურის სხვა შეხვედრებში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. "ორიაკი" "პროვანსთან" 18:48 დამარცხდა, "ნევერმა" "ბურგ-ან-ბრესს" 53:13 მოუგო, "ოიონამ" "ვანს" 30:29 სძლია, ხოლო "ბაიონისა" და "მონ დე მარსანის" შეხვედრა ფრედ, 28:28 დასრულდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Jemali
ერთადერთდი ხაზის მოთამაშე კაცია ვინც ტოპ 14 ში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მილტონი რატომ არ სწყალობს გასაოცარია პირდაპირ... იმედია შეიცვლება ეს უაზრო მიდგიმა და იტალასთან ძირითადში ვიხილავთ.
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
MOPO: გოჩოლეიშვილმა ვარჯიშზე გაიტანა, მაგრამ თავის ტრავმა მიიღო
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
სალაჰს სემენიო შეცვლის? - "ლივერპული" გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს" - პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ბოსტონთან" - "ტორონტო" "TD Garden-ში" 2 ქულით დამარცხდა
"ამის გამო ნამდვილი ცხოველია" - სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
სკანდალი მწიფდება. დემბელემ ხელფასის მომატება მოისურვა - კლუბი მისი მოთხოვნით უკმაყოფილოა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
ხარებაშვილი The Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
მჭედლიძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან