გიორგი მელიქიძემ ტოპ 14-ში ლელო დადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სტად ფრანსეს" ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის სარაგბო უმაღლეს ლიგაში ლელო დადო.

5 მაისს ტოპ 14-ის გათამაშებაში "სტად ფრანსე" გასვლაზე "რასინგთან" თამაშობდა.

ქართველი მორაგბე მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. "სტად ფრანსეს" მორაგბეებმა ანგარიშით 27:23 გაიმარჯვეს, ჯამში 60 ქულა დააგროვეს და ბრძოლას საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად განაგრძობენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მეორე ქართველმაც მიიღო. "რასინგის" შემადგენლობაში 54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გურამ გოგიჩაშვილი. გოგიჩაშვილის გუნდი 63 ქულით მე-6 პოზიციაზეა და რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე პლეი-ოფის ზონაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული