რუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბმა, მოსკოვის "სლავამ" ორ ქართველ მორაგბეს - რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა - ამის შესახებ Rugby TV იუწყება.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა მორაგბეებმა დადებული ლელო, თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიცია გამოხატეს, მათთვის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი კი სწორედ აღნიშნული ქმედება გახდა.

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს." - ციტირებს რეზი ბროძელის სიტყვებს Rugby TV.

აქვე გეტყვით,
აღნიშნული ორი მორაგბის გარდა "სლავაში" კიდევ რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს, ესენია: რობერტ სუთიძე, ტარიელ დონაძე, მიხეილ ორაგველიძე, ამირან ჩიტეიშვილი და სანდრო ილურიძე. ხოლო თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ამირხანაშვილია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
არც ესენი ყოფილან ჯანზე.
ozeki
14:21 03-07-2019
10
ყველა ქართველი სპორტსმენი უნდა ეცადოს,რომ არ წავიდეს ღრუსეთში სათამაშოდ! რაც შეგეხებათ თქვენ წარმავალი თაობის ტროლებო,აბურჯგას თამადობით,გახსოვდეთ,რომ ახლოვდება ლუსტრაციის კანონი!
Alex.F
13:05 03-07-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული