რუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბმა, მოსკოვის "სლავამ" ორ ქართველ მორაგბეს - რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა - ამის შესახებ Rugby TV იუწყება.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა მორაგბეებმა დადებული ლელო, თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიცია გამოხატეს, მათთვის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი კი სწორედ აღნიშნული ქმედება გახდა.

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს." - ციტირებს რეზი ბროძელის სიტყვებს Rugby TV.

აქვე გეტყვით,
აღნიშნული ორი მორაგბის გარდა "სლავაში" კიდევ რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს, ესენია: რობერტ სუთიძე, ტარიელ დონაძე, მიხეილ ორაგველიძე, ამირან ჩიტეიშვილი და სანდრო ილურიძე. ხოლო თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ამირხანაშვილია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს პროტესტი ქართული ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტია და რუსებს რატომ აეწვათ კუდი?
Georgian
11:28 03-07-2019
2
Aრ დავაჩაგვრინოთ არახალხს ქართველი პატრიოტი რაგბისტები.მოვუწოდებ ქართველთა რაგბის ფედერაციას! ჩავრიცხოთ დიდი ათის რომელიმე ან სხადასხვა გუნდში ორი გულანთებული რაგბისტი,დროებით ფედერაციის სახსრებით,სანამ ახალ კონტრაქტებს არ გააფორმებენ ევროპაში ან ...!!!
ViqarTvelot bolomde...
12:49 03-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული