ქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

AutoSharing Option
მოსკოვის "სლავადან" ე.წ "თვალის ჟესტის" გაკეთების გამო, გაშვებულმა მორაგბე საბა ილურიძემ Sportall.ge-სთან კლუბის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

"ჩვენ სოლიდარობა გამოვხატეთ თბილისში მომხდარი ამბების გამო დაშავებული ხალხის მიმართ, მათ კი ლელოს აღნიშვნის ჟესტი მიიღეს პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფად, მე და რეზი ბროძელი ჩემპიონატიდან მოგვხსნეს. გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო. საქართველოში თამაში მინდა, ჩივილს არ ვაპირებ. გუნდში სხვა ქართველებიც არიან და არავის უხარია, რაც ხდება", - განაცხადა საბა ილურიძემ.

შეგახსენებთ, გატანილი ლელო ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოში
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით რუსულ კლუბს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ გაუჟღერებია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა არის რუსეთის შეურაცხყოფა ნეტავ? ის, რომ ჩვენ ოკუპირებულად ვთვლით აფხაზეთს და სამაჩაბლოს? აი, როგორ გვაჩვევენ, რომ ჩვენი ტერიტორიის დაცვა მათი შეურაცხყოფაა. ეს სწორედაც რომ რეალურად ჩვენი შეურაცხყოფაა და უნდა გავჩუმდეთ იმიტომ, რომ რუსეთში ვიღებთ ხელფასს?!
გოგი
05 ივლისი 2019 14:15
0
ეს მოღალატე მთავრობა მაგათია და იმიტომ არის მაგათვის ჩვენი მთავრობის კრიტიკა მიუღებელი. ერთად მოიფიქრეს რუსებმა და ბიძინამ ეგ ავანრიურა გავრილოვით.
DDF
03 ივლისი 2019 15:23
26
ნაღდი ხარ
ვახო
07 ივლისი 2019 09:01
0
თუ კაცები არიან ყველა ქართველი უნდა წამოვიდეს მაგ გუნდიდან
გოგა
03 ივლისი 2019 15:04
4
Mაისის დასწყისში 5 ქართველი რაგბისტი ქართული გუნდებიდან ჯიქიდან და ...ვეფხვებიდან გადავიდენ რუსულ სლავაში.... ენისეიშიც ,იარშიც თამაშობენ ქართველი ბიჭები რას აკეთებთ? გვაწყობს ამგვარი უკბილო პოლიტიკა? Bრძოლისუნარიანობა ურთიერთ თანადგომა ... სულ დავკარგეთ ??? რუბლისა ,რომელსაც ვითომ სუნი არ ასდის ,სიყვარულით.მძევლებად ნუ ვხდებით,ჩვენივე ინიციატივით.სამშობლოს სიყვარულისთვის როგორ მოექცენ ჩვენს 23-24 ოთხი წლის ბიჭებს ვერ ხედავთ? ან რას გაჩუმებულან იმავე სლავაში მოთამაშე ოცდაათ წელს გადაცილებული ქართველები ,ან ჩვენი მთავრობა რას უძვრება ქართული მიწების წამრთმევ ქვეყანას რომელიც არაფრად არ აგდებს ,ქართული დღევანდელი მთავრობის ამგვარად, უნიჭოდ "დაახლოვების ჭინთვებს" ან პოლიტიკა სორტისგან...სულელის მეტი ვინ გაჰყო.ქართული ქვეყნის ინტერესები სულ ერთ ადგილას დაიკიდეთ? Uვარგისებო ხელისუფლებაში....უთავმოყვარეო ქცევით ვინ რას დაგვიბრუნებს...
ViqarTveloT bolomde....
03 ივლისი 2019 14:01
18
ხოდა ითამაშე საქართველოში რას გარბიხართ
vaso
03 ივლისი 2019 13:26
3
ვინ რას დაგიბრუნებს, ამისტანა ბეცები რომ ვართ, იმიტომ გვჭირს რაც გვჭირს!
gnoli
04 ივლისი 2019 15:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული