ფრანგულმა კლუბმა "მონპელიემ" ქართველ მორაგბესთან, გელა აფრასიძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 3 (1+2 სისტემით) წლით გახანგრძლივდა და 2023 წლამდე იმოქმედებს.
"მიხარია, რომ კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს და კარიერის გაგრძელება სწორედ "მონპელიეში" მსურდა", - თქვა აფრასიძემ.
გელა აფრასიძემ "ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო თასზე ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.