ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანმა" ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტრავმა მოიშუშა და 23 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა.

მისი "მონპელიე" ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში "უოსპსს" ეწვია, მე-6 წუთზე კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია – 14:33. ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი თადარიგში იყვნენ და ორივე ერთად შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით მიმდინარე ტურნირს ვირუსმა ხელი დარია და ერთბაშად ოთხი მატჩი ვერ შედგა, რის გამოც "გლაზგოს", "ექსეთერს", "ბათს" და "ტულონს" წაგებები ჩაეთვალათ.

ჩელენჯ ქაფის მეორე რაუნდში "ბრივმა" იტალიურ "ზებრეს" უმასპინძლა და
ბოლოსწინა წუთზე გაშვებული ჯარიმით 16:18 დამარცხდა. ფრანგთა 16 ქულიდან 11 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მან მე-4 წუთზე გარდასახვა, ხოლო მე-16, 51-ე და 65-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა. მან და ირაკლი ცხადაძემ სრულად ითამაშეს; ძირითადში იყო კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო ლუკა ჯაფარიძე და ოთარ გიორგაძე შეცვლაზე, შესაბამისად, 52-ე და 56-ე წუთებზე შევიდნენ.

ინგლისში "ლონდონ აირიშთან" 17:26 დამარცხდა ომარ ოდიშვილის "პო". ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული