"ბორჯღალოსანმა" ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტრავმა მოიშუშა და 23 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა.

მისი "მონპელიე" ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში "უოსპსს" ეწვია, მე-6 წუთზე კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია – 14:33. ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი თადარიგში იყვნენ და ორივე ერთად შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით მიმდინარე ტურნირს ვირუსმა ხელი დარია და ერთბაშად ოთხი მატჩი ვერ შედგა, რის გამოც "გლაზგოს", "ექსეთერს", "ბათს" და "ტულონს" წაგებები ჩაეთვალათ.

ჩელენჯ ქაფის მეორე რაუნდში "ბრივმა" იტალიურ "ზებრეს" უმასპინძლა და ბოლოსწინა წუთზე გაშვებული ჯარიმით 16:18 დამარცხდა. ფრანგთა 16 ქულიდან 11 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მან მე-4 წუთზე გარდასახვა, ხოლო მე-16, 51-ე და 65-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა. მან და ირაკლი ცხადაძემ სრულად ითამაშეს; ძირითადში იყო კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო ლუკა ჯაფარიძე და ოთარ გიორგაძე შეცვლაზე, შესაბამისად, 52-ე და 56-ე წუთებზე შევიდნენ.

ინგლისში "ლონდონ აირიშთან" 17:26 დამარცხდა ომარ ოდიშვილის "პო". ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის სეზონი 4 ზუსტი ჯარიმით გახსნა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!