"გლოსთერის" მაისურით ინგლისის პრემიერშიფში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი კვესელაძემ. მისმა გუნდმა ლიდერ "ბრისტოლს" უმასპინძლა და ორის წილ სამი ლელო გაუტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 17:18. ქართველმა ცენტრმა შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა.
ტოპ 14
"მონპელიე" "კასტრს" ეწვია და უშუალო კონკურენტთან 17:48 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს ლევან ჩილაჩავა.
"რასინგ 92"-მა "ლიონს" 34:26 მოუგო და ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი გურამ გოგიჩაშვილმაც შეიტანა. ის შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.
საკუთარ მოედანზე "ლა როშელთან" 11:29 დამარცხდა "ტულონი", რომლის შემადგენლობაში ლუკა ჭელიძემ 46 წუთი ითამაშა. ის მარქაფაში იყო და შეცვლაზე პირველი ტაიმის მიწურულს შევიდა.
"ბაიონმა" "ბრივს" უმასპინძლა და პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით დათმო, თუმცა საბოლოოდ 26:23 გაიმარჯვა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მასპინძელთა რიგებში 40 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. "ბრივის" რიგებში შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა სოსო ბეკოშვილმა.
პრო დე2
"ნევერი" "გრენობლის" დამარცხებასთან ახლოს იყო, მაგრამ 78-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 12:13. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა გურამ პაპიძემ. სტუმართა ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ნიკა ნეფარიძე, ხოლო ნიკა ღვალაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა.
"ორიაკმა" ლიდერი "ვანი" მიიღო და 9:22 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველი 57 წუთი ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე.
"ბეზიემ", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა ჟორჟ სალდაძემ, "ვალანსს" 19:9 მოუგო. სტუმართა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს მირიან ბურდული.
წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ "კარკასონს" 17:9 მოუგო "პერპინიანმა", რომლის ძირითად შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი იყო და ის 47-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა ნუგზარ სომხიშვილი.
"კოლომიეს" უმასპინძლა, 19:23 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა "რუანი". მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა კახა ასიეშვილმა. შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 54-ე წუთზე შეცვალეს სტუმართა ბურჯი ბექა შეყლაშვილი.
ტურის დასკვნით მატჩში "ბიარიცმა" "პროვანსი" მიიღო და 29:24 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. სტუმართა რიგებში მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა ზაზა ნავროზაშვილი.
rugby.ge