საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა.

გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მე-8 ტურში "პო" "კლერმონს" ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა გორგაძე სტუმართა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

ორი „ქართული გუნდის“ დაპირისპირებაში "ბიარიცმა" "ბრივი" მიიღო და ბონუსით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი – ისინი ერთდროულად, 56-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნუცუბიძე კი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. "ბრივის" ძირითადში იყვნენ ვანო კარკაძე (64-ე წუთზე შეცვალეს), ლუკა ჯაფარიძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ვასილ ლობჟანიძე (48-ე წუთზე შეცვალეს). ჯაფარიძემ მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა.

"ბორდომ" "პერპინიანი" მიიღო და ბონუსით, 39:13 სძლია. გამარჯვებაში წვლილი ლექსო ყაულაშვილსაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ეს ჯინჭარაძისთვის სადებიუტო მატჩი იყო ტოპ 14-ში.

"სტად ფრანსემ" "ლიონს" პარიზში 23:18 აჯობა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს და ვასილ კაკოვინი 57-ე, ხოლო გიორგი მელიქიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

"რასინგ 92"-მა "მონპელიე" მიიღო და 21:32 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 49 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი. აქედან სამ წუთში პარიზელების მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

"კასტრი" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და უშანსოდ, 0:41 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

"ტულონმა" მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. "ლა როშელმა" სტუმარი ბონუსით, 39:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თამაში "ტულონის" ძირითადში, კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თამაშში დაბრუნდა.

პრო დე2

"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეორე ლელო გაიტანა. მისი "ორიაკი" "აჟენს" ეწვია და 21:25 დამარცხდა. ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და ლელო, რომლითაც მისმა გუნდმა ნუგეშის ქულა მიიღო, 76-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და ის 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ულელოო მატჩში "მონტობანმა" "მონ-დე-მარსანი" 21:18 დაამარცხა. მირიან ბურდულმა გამარჯვებულთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ლაშა მაჭარაშვილი კი სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით "ბეზიემ" "კოლომიე" 16:15 დაამარცხა. "ბეზიეს" მარქაფაში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.

"ბაიონმა" "პროვანსს" ბონუსით, 47:19 მოუგო და სატურნირო ცხრილს 29 ქულით "მონ-დე-მარსანთან" ერთად ლიდერობს. ბასკთა შორის შეცვლაზე უკვე მე-2 წუთზე შევიდა კოტე მიქაუტაძე, მე-14 წუთზე მოედანი დატოვა და 46-ეზე თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლუკა ჭელიძე და 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბექა კაკაბაძის "ოიონა" "რუანს" ეწვია და 16:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა.

ვაჟა კაპანაძის "ბურგ-ან-ბრესმა" დაძაბულ ბრძოლაში "ნარბონს" 36:33 მოუგო. ქართველი ბურჯი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ფრედ, 21:21 დასრულდა "ნევერისა" და "გრენობლის" შეხვედრა. მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი გავიდა. "ნევერის" ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე. "გრენობლმა" 57 წუთი ათამაშა ზურაბ ჟვანია, ხოლო ილია კაიკაციშვილი 62-ე წუთზე შეცვალა.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
ლუის ენრიკემ გაგვაკვირვა - "სლოვანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
კვარაცხელია "ოქროს ბურთზე": ყველაფრის მჯერა - ვნახოთ, ცხოვრება რას მომიტანს
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას
სიომინი: დიდი ხანია ვამბობ, რომ ხვიჩამ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს