ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ "სტად ფრანსეს" კვართით პირველი ლელო გაიტანა.

ჩემპიონთა თასი

„ა“ ჯგუფიდან ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური "გლოსთერი" გავიდა. დასკვნით ტურში ის "ბორდოს" ეწვია და 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ. მისმა გუნდმა 4-იდან ორი თამაში მოიგო, 9 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა. ,პლეი-ოფში მისი მეტოქე „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული "ლა როშელი" იქნება. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება.

ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის "ლიონმა" სამხრეთაფრიკული "ბულსი" ბონუსით – 31:7 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. "ლიონმა" 4 მატჩში 8 ქულა მოაგროვა, „ა“ ჯგუფში მე-9 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში ვერ გავიდა, თუმცა ჩელენჯ თასზე გადაინაცვლა და იქ ფრანგულ დერბიში "სტად ფრანსეს" სტუმრად შეხვდება.

5 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ჩელენჯ თასზე გააგრძელებს "რასინგ 92". დასკვნით ტურში პარიზელები "ლენსთერს" ირლანდიაში ეწვივნენ და 10:36 დამარცხდნენ. სტუმართა მარქაფაში იყვნენ და მეორე 40 წუთი სრულად ითამაშეს ბურჯებმა – გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა. ჩელენჯ თასის პლეი-ოფის შეხვედრას "რასინგი" სამხრეთ აფრიკაში, "ლაიონთან" გამართავს.

ჯგუფური ეტაპის 4-ივე თამაში დათმო, უქულოდ ბოლო ადგილზე დარჩა და წლევანდელ ევროთასებს დაემშვიდობა "კასტრი". დასკვნით ტურში ის ინგლისში "ექსეთერს" ეწვია და 3:40 დამარცხდა. ლევან ჩილაჩავა სტუმართა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

„ბ“ ჯგუფში ოთხივე თამაში მოიგო და 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა "ლა როშელმა", რომელმაც ინგლისში "ნორთჰემპტონი" 31:13 დაამარცხა და საჭირო ბონუსიც მიითვალა. განვლილ შეხვედრაში ალექსანდრე ქუნთელიას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა 20 წლის ბურჯმა ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრა ერთი კვირით ადრე "ოლსთერთან" ჩაატარა. "ლა როშელი" პლეი-ოფში "გლოსთერს" მიიღებს.

ქართველების გარეშე მოთამაშე "მონპელიე" "ლონდონ აირიშს" 21:21 დაუზავდა, 9 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში "ექსეთერს" ინგლისში ეთამაშება.

ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებს და სტუმრად "ბრისტოლს" შეხვდება "კლერმონი", რომელიც სამხრეთ აფრიკაში "შტორმერსთან" 16:30 დამარცხდა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მოედანზე კიდევ ერთი ქართველი ვიხილეთ. ნიკა ამაშუკელმა ინგლისური "ჰარლიქუინსისა" და სამხრეთაფრიკული "შარქსის" შეხვედრა იმსაჯა, რომელიც ინგლისელებმა 39:29 მოიგეს. ნიკამ ერთ-ერთ ეპიზოდში წესების ცოდნის ზედმიწევნად კარგად ცოდნა გამოავლინა, როდესაც ერთი შეხედვით თამაშგარედან მოთამაშე ეცებეთს ეპიზოდი დაასრულებინა და მანაც ლელო გაიტანა.

ჩელენჯ თასი

ჩელენჯ თასის პლეი-ოფში ჩემპიონთა თასიდან ოთხმა გუნდმა გადაინაცვლა – ჯგუფურ ეტაპზე მე-9-მე-10-ადგილოსნებმა. მათ გარდა მომდევნო ეტაპის საგზური თითოეული ჯგუფის 6-6-მა მონაწილემ დაისაკუთრა და მათ შორის ქართველი ლეგიონერების გუნდებიც არიან.

ამ შემთხვევაში მიმოხილვა „ბ“ ჯგუფით დავიწყოთ, სადაც "სტად ფრანსე" იტალიაში "ბენეტონთან" 32:35 კი დამარცხდა, თუმცა ბონუს (4 და მეტი ლელოს გატანისთვის) და ნუგეშის (მცირედი სხვაობით მარცხისთვის) ქულა აიღო, ჯამში 10 მოუგროვდა, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მე-4 ადგილი დაიკავა. იტალიელთა წინააღმდეგ გიორგი ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ლელოც გაიტანა, რითაც თავისიანები 25:22 დააწინაურა.

"სტად ფრანსეში" გადასული მესამეხაზელისთვის ეს პარიზულ კლუბში სადებიუტო ლელოა. მან ასევე პირველი ლელო გაიტანა ევროთასებზე. 5-მეტრიანი დერეფნისას ის 9 ნომრის პოზიციაზე იდგა, მოლში შესვლისას ბურთი მოიხელთა და ლელოში შევიდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ცუცქირიძე ახალ გუნდს ნელ-ნელა ეჩვევა და ჩელენჯ თასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა. "სტად ფრანსეს" ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს სერგო აბრამიშვილი.

სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" 6:9 დამარცხდა და მე-7 ადგილს დასჯერდა "პო", რომლის რიგებში 53-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. მოგება, გნებავთ, ფრე, "პოს" მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა.

უქულოდ დარჩა "ბაიონი", რომელმაც "სკარლეტსი" მიიღო და 7:20 დამარცხდა. ფრანგთა შორის შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბადრი ციხისთავი, რომელმაც პირველი გუნდის რიგებში მეორედ ითამაშა. მას ევროთასებზე დებიუტი ერთი კვირის წინ, "ბენეტონთან" ჰქონდა, ტოპ 14-ში კი ჯერ არ უთამაშია.

„ა“ ჯგუფში "ტულონმა" ოთხივე თამაში მოიგო და 19 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. დასკვნით ტურში ფრანგებმა "ძებრეს" 14:5 სძლიეს. ბექა გიგაშვილი მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე დავით მჭედლიძემ შეცვალა. 18 წლის მორაგბისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა იყო "ტულონის" პირველ გუნდში. ფრანგები პლეი-ოფში სამხრეთაფრიკულ "ჩიტასს" მასპინძლობენ.

დასკვნით ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა "ბრივი", რომელმაც "კარდიფს" 37:24 სძლია, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ჯამში 6 მოაგროვა. განვლილ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. "ბრივი" პლეი-ოფში "სკარლეტს" სტუმრად ეთამაშება.

ჯგუფური ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა "პერპინიანმა". დასკვნით ტურში ის "ბრისტოლთან" ინგლისში 19:33 დამარცხდა. ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა.

Rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს