ქართველი მორაგბის წარმატება - ნინიაშვილი "ბარბაროსებში"

AutoSharing Option
დავით ნინიაშვილი მე-10 ქართველი ბარბაროსი გახდება! მსოფლიოს უძველესმა და ლეგენდარულმა წვეულმა კლუბმა, Barbarian FC-მ ნინიაშვილი ინგლისის წინააღმდეგ გამოიძახა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ევროტურნირის ფინალში წელს პირველად გავიდა "ლიონი", "ტულონი" 30:12 დაამარცხა და ჩელენჯ თასის მფლობელი გახდა. "ლიონის" ძირითადში იყო და 72 წუთი შეუდარებლად ითამაშა 19 წლის ფრთამ, დავით ნინიაშვილმა. მან ბურთით ხელში 187 მეტრი იარა, რაც ფინალურ მატჩში მონაწილეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გარდა ამისა, ის კარგი იყო დაცვაში და მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთაფრიკელ ჩესლინ კოლბის თავის გამოჩენის მცირედი შანსი არ
დაუტოვა.

რაც შეეხება მატჩს, ის ''თვიქენჰემზე'' გაიმართება, ეს იქნება რიგით მე-19 შეხვედრა, რომელიც ინგლისელებსა და ბარბაროსებს შორის შედგება. ინგლისს 10 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო ბარბაროსებმა გამარჯვება 8-ჯერ იზეიმეს.

წყარო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 5 /
მისი თამშის ყურება დიდ სიამოვნებას იწვევს. ნამდვილი ბრილიანტია. ჩვენი იმედი და დიდ წარმატებას ვუსურვებ ნაკრებში!მთავარია ტრამვა არ მიიღოს
გულშემატკივარი
15:31 13-06-2022
0
საკლუბო რაგბში გაიბრწყინა და ინგლისთანაც თუ გამოიჩენს თავს უდიდესი ნაბიჯი იქნება მსოფლიო აღიარებისთვის. ედი ჯოუნსს პირი უნდა დააღებინოს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული