მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა

AutoSharing Option
"უოტფორდი" თავისი საიტით იტყობინება, რომ მათ გუნდში იჯარის წესით მოთამაშე საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ინგლისური კლუბი არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ და მისი ახალი ხელშეკრულება სამსეზონიანია.

ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა: "კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერს მივეჩვიე - თანაგუნდელებს, პერსონალს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. გახარებული ვარ იმის გამო, რომ "უოტფორდის" ფეხბურთელი გავხდი. აქ ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი.
შთამბეჭდავი გარემოა და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ.

ქვეყნის გამოცვლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყველაფერს სწრაფად შევეგუე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ ბევრი გამოცდა გველის, რომლებსაც ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა. ეს ყველას გვინდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ქომაგებს.

მოედანზე მუდამ გამარჯვებისთვის გავდივარ. მოხარული ვარ, რომ "უოტფორდსაც" იგივე მენტალიტეტი გააჩნია. ყოველთვის დადებითი შედეგის მიღწევას ვცდილობთ, ნებისმიერი სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები წაუყენო, შემდეგ კი მათ შესასრულებლად თავი არ დაზოგო და კარგად ითამაშო.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და აღიარებისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ვგრძნობ. პირველივე მატჩისას მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული სულ უფრო და უფრო იზრდება და მეტ სიმშვიდესა და თავდაჯერებას მძენს. მსურს, ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ და შესანიშნავი მოგონება დავტოვო. მაგარი ფანები გვყავს, ყოველთვის გვქომაგობენ და ერთი დიდი ოჯახი ვართ. თუ წარმატების მიღწევა გინდა, ასეთი გარემოცვა უმნიშვნელოვანესია".
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩაკვეს ვულოცავ!
ერთ რჩევას მოგცემ
ყველა დარტყმა კარში მეკარეს დაუმიზნე
არ ვხუმრობ
თენგო
18:19 02-02-2024
1
იშვიათია ჩაკვესნაირი ელეგენტური ფეხბურთელი და დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე.
რაბუ
16:00 02-02-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული