“აფრასიძე სახიფათოდ გამოიყურება... და ის, ნინიაშვილს რომ ეძახიან, საუკეთესოა ქართველთა მხრიდან!”. ეს სიტყვები წარმოთქვა კომენტატორმა დილან სტენფორდმა, როდესაც დავით ნინიაშვილმა ნანტში უელსის დაცვა გაგლიჯა და რაგბის ყველაზე დიდ სცენაზე - მსოფლიო თასზე ლელო გაიტანა.
ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ჯადოქრები, ჯადოქრობა, მაგია და მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიებია, მაგრამ სარაგბო კუთხით ნინიაშვილი მათი არსებობის დასტურია. ‘ლიონის’ მცველმა უკვე მოხიბლა
“არაფერი განსაკუთრებული” - მორცხვად იწყებს ის - “თამაშის დაწყებამდე მასზე საერთოდ არ ვფიქრობ. უბრალოდ გამოვდივარ მოედანზე და ვთამაშობ.
შესაძლოა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე თავი ვერ დაგვამახსოვრა, მაგრამ ნინიაშვილი თვალისმომჭრელი იყო. ის ტურნირის ერთ-ერთი კაშკა ვარსკვლავი იყო და თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ხაზის გაჭრებისა და მცველის გაბითურების სტატისტიკაში, უელსთან გატანილი ზემოთ ნახსენები ლელო კი, რომელმაც გუნდი თამაშში დააბრუნა, მის საფირმო გარბენს მოყვა.
“რის-ძამიტისგან გაშვებული ლელოს შემდეგ ძელებს შორის შევიკრიბეთ და გელა აფრასიძემ და გიორგი კვესელაძემ მითხრეს: “მიდი ნინი! ჩვენ ლელო გვჭირდება და ის შენ უნდა გაიტანო”. გავითამაშეთ კომბინაცია, რომლის დროსაც ბურთი მივიღე და ჩემს პირველივე მსოფლიო თასზე ლელო გავიტანე”.
უკანა მცველის ანგარიშზე ამჟამად 35 კეპია. მისი, როგორც სანაკრებო მოთამაშის კარიერა 2017 წელს დაიწყო, როდესაც მას 18-წლამდელთა ნაკრებში დაუძახეს, მაგრამ მაშინ ნინიაშვილი ფლანკერად მოგვევლინა.
“იცოდით, რომ როდესაც პირველად 18-წლამდელთა ნაკრებში დამიძახეს ფლანკერი ვიყავი? ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გადამიყვანა უკანა მცველის პოზიციაზე და მაშინ გავიფიქრე: “ეს ის პოზიცია არ არის სადაც მე ვთამაშობდი”, მაგრამ მათ ასე გადაწყვიტეს და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვითამაშე უკანა მცველად. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი და უფრო კმაყოფილი დავრჩი იმით, რაც შემდგომში მოხდა. ჩემთვის დიდი პატივია ქართველი რომ ვარ, საკუთარ ქვეყანას რომ წარმოვადგენ და მას მთელს მსოფლიოს ვაცნობ. ქართველებს განსხვავებული ხასიათი გვაქვს და ამას ჩვენს მოწინააღმდეგეებს ყველა თამაშში ვაჩვენებთ”.
თბილისში დაბადებული ნინიაშვილი ადრეული ასაკიდან გადაეშვა სპორტულ ცხოვრებაში, რაგბის თამაში კი 8 წლის ასაკში დაიწყო. ადგილობრივმა მწვრთნელმა დავით ცხვედიანმა მალევა შეამჩნია, რომ ის განსაკუთრებული იყო.
“დავითი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. ის ჩემს სკოლაში მოვიდა და ‘ხვამლის’ მოსაწვევები დაარიგა. მანამდე რაგბი მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი და მე გავხდი ჩვენი ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც რაგბის თამაში დაიწყო. პირველსავე თამაშში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ლელო გავიტანე. ბიძაჩემმი, დედაჩემის ძმა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. დავითმა, ირაკლი ფერაძემ და ‘ხვამლის’ მთელმა პერსონალმა ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი ითამაშა და რა თქმა უნდა ინდივიდუალურმა ვარჯიშებმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ მიმიყვა იქამდე, სადაც ახლა ვარ”.
ნინიაშვილი გაიზარდა და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად იქცა. იქნება ეს ‘ლიონი’ თუ საქართველოს ნაკრები, მისგან ნებისმიერ მატჩში, ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდოთ აფეთქებას.
“ჩემი საუკეთესო თვისება ინდივიდუალურად კარგი და არაორდინალური გადაწყვეტილებებია".

2021 წელს ნინიაშვილი ტოპ 14-ის ‘ლიონმა’ მიიწვია და პირველსავე სეზონში ის კლუბს ჩელენჯ თასის მოგებაში დაეხმარება. ეს იყო ‘ლიონის’ პირველი ტიტული 1930 წლის შემდეგ.
“ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა ხდებოდა. ვიცოდი, რომ ‘ლიონი’ შესანიშნავი კლუბი იყო, საუკეთესო ადგილი ჩემი პროფესიონალური განვითარებისთვის. ამიტომ მარტივი იყო დათანხმება. საფრანგეთში რაგბის უდიდესი კულტურაა. ტოპ 14 უმაღლესი დონის ჩემპიონატია, რადგან სწრაფ და ფიზიკურ რაგბის თამაშობენ. თამაშისადმი აქაური მიდგომა ძალიან მომწონს. ჩელენჯ თასის მოგება ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში. იმავე წელს, ზაფხულში, საქართველომ იტალია დაამარცხა”.
არის მოლოდინი, რომ მომავალ სეზონში ნინიაშვილი ახალ გამოწვევას მიიღებს. ამ ინტერვიუს შემდეგ მან ‘ლა როშელთან’ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ერთ დროს საქართველო განთქმული იყო მაღალი დონის ფორვარდების სიმრავლით, მაგრამ ახლა ეს იცვლება და ბორჯღალოსნებმა მრავლად გაზარდეს უკანახაზელები.
“ნახეთ როგორ თამაშობენ ჩვენი ნაკრებები. ადრე უპირატესობას ფორვარდებით თამაშს ვანიჭებდით, ახლა კი ჩვენი თამაში დაბალანსებული გახდა და კიდევ უფრო ვიზრდებით”.
ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის ხელმძღვანელობით საქართველომ 2024 წელს ჩატარებული მატჩების 90% მოიგო, მათ შორის იაპონიასთან და სულ ცოტა დააკლდა იტალიასთან გენუაში. ისინი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები არიან და მომავალ გათამაშებაშიც აშკარა ფავორიტებად ითვლებიან.
“ჩვენს თამაშში კარდინალური ცვლილებები არ ყოფილა. ვფიქრობ, რიჩარდ ქოქრილს ცოტათი ქართული მენტალიტეტი აქვს. ჩვენ უფრო რისკიანად ვთამაშობთ და ამან იმუშავა. იაპონიის სტუმრად დამარცხება იოლი არაა და რამდენიმე შეცდომა რომ არ დაგვეშვა, იტალიასთანაც გავიმარჯვებდით”.
“ჩემი მიზანია ‘ლიონთან’ ერთად ჩელენჯ თასის მოგება და ტოპ 14-ში ადგილის შენარჩუნება. და ასევე მწამს, რომ საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა”.

Rugby.ge