შოტლანდიამ ირლანდიასთან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის მსოფლიო თასზე A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა შოტლანდიის ეროვნული გუნდი საკმაოდ იოლად დაამარცხა- 27:3 და ჯგუფის ლიდერი გახდა.

ირლანდიელებმა ბრიტანელ ძმებს მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანის უფლება მისცეს, თავად კი 3-ჯერ დაალელოვეს შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანი.

ანგარიში მე-6 წუთზე რაიანის ლელოთი გაიხსნა და ირლანდიელებმა 1 ტაიმში კიდევ 2 ლელო დადეს. მეორე ტაიმში ლელო და 1 ჯარიმაც დაამატეს საბოლოო ანგარიშიც 68-ე წუთზე დაფიქსირდა- 27:3.


იაპონია, იოკოჰამა. მსოფლიო თასი. A ჯგუფი

ირლანდია - შოტლანდია 27:3

ლელოები: რაიანი, ბესტი, ფარლონგი, ქონვეი

ჯარიმა
ირლანდია: კარტი
შოტლანდია:
ლეიდლოუ

გარდასახვა
ირლანდია: სექსტონი, მარი


მსოფლიო თასი, A ჯგუფი

თ  ფ  მ   წ   ლ    გ     მ      - +   ბო   ქ

ირლანდია    1      1        4   27     3    +24    1    5
იაპონია        1      1        4   30    10   +20    1    5
სამოა
რუსეთი       1          1    1   10    30    -20    0     0
შოტლანდია 1          1    0    3     27    -24    0     0
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ირლანდის.როცა მან ჩვენი გამბითურებელი შოტლანდია ასეთ დღეში ჩააგდო.ჩვენ სადღა ვართ. ექვს ერში რატომ არ გვიღებენო კიდევ იკითხავთ?
mamulo
10:48 23-09-2019
0
მე მაინც მგონია,რომ შოტლანდიელებმა დანარჩენი თამაშებისათვის შეინახეს თავი.სამოა და იაპონია,სახუმარო გუნდები ნამდვილად არ არიან,ირლანდიელებთან კი შანსი მაინც რომ არ ექნებოდათ,თავიდანვე იცოდნენ.სხვანაირად მათი ასე უნიათო და უემოციო თამაში,ვერ აიხსნება.
სოსო
10:08 23-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული