რაგბის მსოფლიო თასის პირველი ტურის შეხვედრაში C ჯგუფისა და მთლიანად, მსოფლიო თასის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა ფიჯის ძალიან ადვილად მოუგო (35-3) და პრემიალური ქულის წყალობით გალიდერდა კიდეც.
ინგლისელებმა მეტოქეს პირველ და მეორე ტაიმში 2-2 ლელო დაუდეს. პირველ ნახევარში დუბლის ავტორი წარმოშობით სამოელი მანუ ტუილაგი გახდა, ხოლო 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა ოუენ ფარელის ანგარიშზე იყო, ტონგელების მხრიდან, კი 1 ჯარიმა ტაკულუამ გაიტანა. მეორე ტაიმში, ჯორჯისა და ქოუენ-დიქის ლელოებს ფარელმა 1 ჯარიმა და 2 გარდასახვა დაუმატა და 77-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა: 35:3.
იაპონია, საპორო. მსოფლიო თასი
ინგლისი - ტონგა 35:3
ლელოები
ინგლისი: ტუილაგი (2), ჯორჯი, ქოუენ დიქი
ჯარიმები
ინგლისი: ფარელი (2)
ტონგა: ტაკულუა
გარდასახვები
ინგლისი: ფარელი (3)