5 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფის მატჩი გაიმართა.
ინგლისის ნაკრები არგენტინას შეხვდა და ანგარიშით 39:10 დაამარცხა. ამ მოგებით ინგლისელებმა ბონუს ქულა აიღეს და ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ.
არგენტინას კი 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 9 ქულა ოუენ ფარელმა მოიპოვა, რომლის ანგარიშზე სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმაა.
საბოლოო ჯამში ინგლისელებმა 6 ლელო დადეს, ხოლო არგენტინამ ინგლისის საჯარიმოში მხოლოდ ერთხელ დაამიწა ბურთი.
არ ეკადრება ქვეყანას რომელიც ახცადებს რომ „რაგბი ჩვენი თამაშია!"
ასეთი ცოტა ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზე.
Vern Cotter ი უნდა მოიყვანოს ფედერაციამ !!!!