მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის B ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამხრეთი აფრიკა კანადას შეხვდა და ანგარიშით 66:7 გაანადგურა.

სამხრეთაფრიკელები უკვე პირველი ტაიმის შემდეგ 45:0-ს იგებდნენ, კობუს რეინახმა კი სამი ლელოს დადება მოახერხა. საბოლოოდ კი, პირველ ტაიმში ლელოს დადება ერთბაშად 5-მა მორაგბემ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მე-40 წუთზე, მსაჯის წითელი ბარათის შემდეგ კანადა კაცნაკლული დარჩა.

ამის მიუხედავად, კანადელებმა მეორე ტაიმში პრესტიჟის ლელოს დადება შეძლეს, ამის მერე კი სამხრეთაფრიკელებმა კიდევ სამი ლელო დადეს.

ეს სამხრეთ აფრიკისთვის ჯგუფში ბოლო მატჩია და პრაქტიკულად, გასულია
პლეი-ოფში. სამხრეთ აფრიკამ 15 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ახალ ზელანდიას ერთი ქულით უსწრებს, თუმცა "ოლ ბლექსს" იტალიასთან მატჩი აქვს სათამაშო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრაქტიკულად კი არა, უკვე გარანტირებულად გასულია.
სამხრეთ აფრიკას ააქვს 15 ქულა. ახალ ზელანდიას 14 და იტალიას 10. ჯგუფიდან გადის 2 გუნდი. იმისათვის რომ სამხრეთ აფრიკა ვერ გავიდეს დანარჩნ ორ გუნდს უნდა ჰქონდეს არანაკლები 15 ქულისა. ასე რომ აუცილებელია იტალიამ ბონუს ქულით მოუგოს ახალ ზელანდიას და ამასთან ზელანდიამ ერთი ბონუს ქულა აიღოს. ორის აღების შემთხვევაში ექნება 16 ქულა და იტალიასა და სამხრეთ აფრიკას 15-15. ერთმანეთთან თამაშის უპირატესობით სამხრეთ აფრიკა გავა.

ცხადია რომ ეს მხოლოდ თეორიული ვარიანტია მაგრამ მაინც განვიხილავ :)

ანუ ერთადერთი სცენარი როცა კითხვის ნიშანი შეიძლება იყოს არის ის შემთხვევა როცა სამივეს 15-15 ქულა ააქვთ. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება ექცევა ერთმანეთთან თამაშს. ერთმანეთთან თამშში ახალ ზელანდიას ექნება 5 ქულა (4 აფრიკასთან ერთი იტალიასთან), სამხრეთ აფრიკას ექნება ასევე 5 ქულა (იტალიასთან) და იტალიას ექნება ასევე 5 ქულა (ზელანდიასთან)
მეორე კრიტერიუმი არის გატანილი და მიღებული ქულების სხვაობა
ამ მომენტისათვის სამხრეთ აფრიკას ააქვს 149, ახალ ზელანდიას ააქვს 135, და იტალიას 20. აქედან ცხადია რომ რახან ახალი ზელანდია და იტალია ერთამნეთს ეთამაშება ორივე ვერ გადაასწრეფს სამხრეთ აფრიკას. ასე რომ სამხრეთ აფრიკას 2 ადგილი გარანტირებული ააქვს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული