მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მატჩში ახალმა ზელანდიამ უელსი პრობლემების გარეშე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ ნოემბერს, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრები გუნდები შეხვდნენ და ოკეანელებმა მეტოქე პრობლემების გარეშე, ანგარიშით 40:17 დაამარცხეს.

შეხვედრა "ოლ ბლექსმა" შესანიშნავად დაიწყო. მე-6 წუთზე ევროპელთა ჩათვლის მოედანში ბურთი მუდიმ დაამიწა. მე-13 წუთზე ბიუდენ ბარეტმა მეორე ლელო დადო. მოუნგამ ორივე გარდასახვა სწორად შეასრულა და მე-14 წუთისთვის ოკეანელები 14:0-ს იგებდნენ.

თუმცა უელსელებს ყურები არ ჩამოუყრიათ. მე-10 წუთზე, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ უელსელებმა ფლანგზე გაშალეს ბურთი და ამოსმა პირველი ლელო დადო. პატჩელმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა. 28-ე
წუთზე ზელანდიელები თავიანთ 5-მეტრიან ხაზთან დაჯარიმდნენ და პატჩელმა საჯარიმო დარტყმიდან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა - 10:14.

33-ე წუთზე უელსელებმა საკუთარ ჩათვლის მოედანში ძალიან უყურადღებოდ ითამაშეს რაქის დაცვისას და ბენ სმიტმა შეხვედრაში ზელანდიელთა მე-3 ლელო მიითვალა. მოუნგა ისევ ზუსტი იყო - 21:10.

პირველი ნახევრის გაწითლებულ დროზე ვეტერანმა ბენ სმიტმა დუბლის შესრულება შეძლო. მოუნგამ რთული პოზიციიდანაც გაიტანა და პირველი ტაიმი "ოლ ბლექსმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 28:10.

მეორე ტაიმი ზელანდიელთა ლელოთი დაიწყო. 43-ე წუთზე თავი ქროთიმ გამოიჩინა, მოუნგა კი ისევ უშეცდომო იყო გარდასახვის დროს - 35:10.

უელსელებმა მე-60 წუთზე შეხვედრაში თავიანთი მეორე ლელო დადეს. ჯოშ ადამსმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო გარდასახვა ამჯერად დან ბიგარმა შეასრულა ზუსტად - 35:17.

75-ე წუთზე კი ზელანდიელებმა უელსის შერკინებაში დააჯარიმეს მოწინააღმდეგეები, თავადაც შერკინება აირჩიეს და ბურთის გამოტანის შემდეგ მოუნგამ შეხვედრის მე-8 ლელო დადო, გარდასახვა კი ააცილა - 40:17. შეხვედრა კი იმით დასრულდა, რომ მაყურებელმა ახალზელანდიელთა გარემარბ ლინერთ ბრაუნის უკანალი იხილა, რადგან ლელოს ავტორმა ამოსმა ბოჭვისას მეტოქეს შორტი თითქმის ბოლომდე გახადა.

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი, ბრინჯაოს მატჩი
ახალი ზელანდია - უელსი 40:17

ლელოები
ახალი ზელანდია: მუდი, ბარეტი, სმიტი (2), ქროთი, მოუნგა
უელსი: ამოსი, ადამსი

გარდასახვები
ახალი ზელანდია: მოუნგა (5)
უელსი: პატჩელი, ბიგარი

ჯარიმები
უელსი: პატჩელი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე ლამაზ და ეფექტურ რაგბს თამაშობს. მაინც პირველია ეს გუნდი მსოფლიოში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული