საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის მეოთხედფინალში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა.

"სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე სირილ ბაიმ "ლე ბლე" დააწინაურა. თავის გამოჩენა კურტ ლი არენდსემაც მოახერხა და "ქურციკების" რიგებიდან პირველი ლელოს ავტორი გახდა.

პეატო მოვაკამ საფრანგეთი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ზუსტად შესრულებული ჯარიმების წყალობით სამხრეთ აფრიკამ უპირატესობა მოიპოვა, რაც შეხვედრის მოსაგებად გარდამტეხი აღმოჩნდა.

ამრიგად, სამხრეთი აფრიკა ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო რედაქცია,

კარგი იქნება თუ დადებთ ინფორმაციას, რომ ნიკა მესამე ადგილისათვის მატჩში გვერდითი მსაჯი იქნება.

აქ ლინკი
https://www.rugbyworldcup.com/2023/match/bronze-final-runner-up-semi-final-1-runner-up-semi-final-2#match_details
redaqcias
23 ოქტომბერი 2023 21:03
0
უბრალოდ ძალიან ცოტათი ზელანდიამ და სამ.აფრიკამ მაინც აჯობეს ირლანდიას და საფრანგეთს.ფრანგებს პატარა შეცდომებიც კი არ აპატიეს აფრიკელებმა.იქნებ ჯობდა ფრანგებს ბოლო ჯარიმა არ დაერტყათ და ლელოზე გაერისკათ? პ.ს.ასეთი უმაგრესი რაგბის შემდეგ ფეხბურთებს ვეღარ ვუყურებ.ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიც უსახურად გამოიყირებოდა იმიტომ რომ ვარსკვლავების დიდი ნაკლებობაა.
ჩემი აზრით
16 ოქტომბერი 2023 22:09
1
მასოფლიო ჩემპიონატი უსახურად იმიტომ გამოიყურებოდა,რომ მესის ჩემპიონობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი,არგენტინის არა,"იმენნა" მესის!!!
sandrex
19 ოქტომბერი 2023 19:19
0
თხოვნით მივვართავ ქართველ კომენტატორებს, გაჩუმდნენ ცოტა ხნით როცა სია კოლისი გასახდელიდან გამოსვლისას მღერის...
ნიკა
16 ოქტომბერი 2023 20:48
1
ერასმუსი გვჭირდება წყალივით,ზუსტად ერგება ჩვენ სარაგბო კულტურას.არ ვიცი რამდენს იღებს ხელფასს,მაგრამ ღირს გადახდა.ახალგაზრდულიდან დაწყებული შავი ლომით დამთავრებული იგივე ტაქტიკით უნდა თამაშობდნენ და დარწმუნებული ვარ დაიდება ისტორიული შედეგი-გავალთ ჯგუფიდან მსოფლიოზე
BOSS
16 ოქტომბერი 2023 19:31
1
ფინალში ახ/ზელანდია ინგლისს გააგორებს და გამახარებს
ანდუყაფარ მეშვილდიშვილი
16 ოქტომბერი 2023 19:23
5
აუ, რა გამიტყდა ფრანგების წაგება, როგორ მინდოდა, რომ ჩემპიონები გამხდარიყვნენ.
q
16 ოქტომბერი 2023 16:13
7
ფრანგები ძალიან ნაწყენნი არიან მსაჯებსა მსოფლიო რაგბზე. ახლა გვაქვს დრო, მათთან სერიოზული მოლაპარაკება ვაწარმოოთ და იქნებ რაღაც-რაღაცების მიღმა აღარ დავრჩეთ.
გიო
16 ოქტომბერი 2023 15:48
5
ირლანდია-ზელანდიაზე ვიფიქრე ესეთი შეხვედრა აღარ იქნება ამ მსოფლიეზეთქო და წუხანდელმა თითქმის გადააჭარბა -ორი დიდი გუნდის მაღალი კლასი...
მგნია რომ დიუპონი არ უნდა ეთამაშებინათ ფრანგებს, სხვა დროს დაფრინავს რამის და ტრავმის შემდეგ შებოჭილი იყო...
ისე კი ძველებმა ბოლის მაინც თავისი თქვეს -ედზეპედმა(აფრიკა) და უორტლოკმა(ზელანდია)
rable
16 ოქტომბერი 2023 15:05
1
სასწაული თამაში იყო!
ეჰ, რა შორს ვართ მათგან...
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
16 ოქტომბერი 2023 13:50
2
ეს იყო კლასიკა სახელმძღვანელოში შესატანი თამაში.
რიო
16 ოქტომბერი 2023 13:09
0

სიახლეები პოპულარული