საფრანგეთში ალჟირის ნაკრების 198 ფანი დააკავეს

AutoSharing Option
ალჟირის ნაკრების ათიათასობით გულშემატკივარმა მათი საყვარელი გუნდის მიერ აფრიკის თასის მოგების შემდეგ საფრანგეთის ქუჩებში იზეიმა.

ალჟირის ნაკრებმა სენეგალი ფინალში 1:0 დაამარცხა.

BFM-ის ცნობით, ღამე 198 ფანი დააკავეს, აქედან 177 დღემდე პატიმრობაში რჩება, სხვები კი გაუშვეს. ამასთან ერთად მხოლოდ პარიზში 102 დაკავება მოხდა.

ალჟირის ყველაზე მეტი გულშემატკივარი მარსელში დაფიქსირდა, სადაც ქუჩაში 25 ათასი ადამიანი გავიდა. ამის მიუხედავად ქალაქში სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა.

პარიზში ხალხი ელისეის მინდვრებთან ახლობლად ზეიმობდა და დედაქალაქის პოლიციას რამდენჯერმე მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენებაა, რადგან ფანები პოლიციის მიმართულებით სხვდასხვა
ნივთებს ისროდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქ სადაც რესპუბლიკის დიდების გმირების სახელებია ამოტვიფრული, ნეის, დავუს, ლანის, მიურატის და კიდევ მრავალი სხვა...ვაი შენ საწყალო საფრანგეთო?! ნაპოლეონი ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდა;(
ynwa
21:40 20-07-2019
0

სიახლეები პოპულარული