Pundit Arena: გელა აფრასიძე - დაიმახსოვრეთ მისი სახელი!

AutoSharing Option
Pundit Arena-მა საქართველოში ახლახან დასრულებული 20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატის ხუთი ვარსკვლავი გამოარჩია, რომლებიც გამოცემის აზრით, 2019 წლის მსოფლიოს თასს დაამშვენებენ იაპონიაში.

გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]
გელა აფრასიძე: დავინახე, როგორ შეგვიძლია ელიტის გუნდებთან თამაში

სასიხარულოა, რომ ხუთეულში ერთი ქართველია - მესამე ნომრად დაასახელეს "უმცროს ბორჯღალოსანთა" 9 ნომერი გელა აფრასიძე.

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი! ეს ჩია აღნაგობის ქართველი გამორჩეული იყო ტურნირზე საოცარი ტემპითა და ფეხით ბრწყინვალე თამაშით.

მისი 55
-მეტრიანი ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო კლასისაა. შერკინების ნახევარმცველი, ამავე დროს, კარგი დამრტყმელიცაა", - წერს გამოცემა.

აფრასიძის გარდა, ხუთეულში შეიყვანეს: 1. ლიუკ ჯეიკობსენი (ახალი ზელანდია), 2. გაბრიელ იბიტოიე (ინგლისი), 4. ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია), 5. მარკ-ქვინ აუგუსტუსი (სამხრეთი აფრიკა).
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი მორაგბე გამორჩა ყველას 13 ნომერი გიორგი გოგოლაძე რომელიც მონპელიეში თამაშობს და მარცხენათი კარგად ურტყამს .ძალიან ტექნიკური მორადბეა დადო კიდეც ლელო აბჟანდაძის შეცურებული სამხრეთ აფრიკასთან ხოლო კვესელაძის ლელო მისი შებრუნებული პასის დამსახურება იყო არგენტინასთან პირველ მატჩში.
გიორგი
22:48 22-06-2017
0
B-52 სრულად გეთანხმები. ერთი-ერთში დავწერდი მეც მაგ გვარებს. ერთსაც დავამატებ. ჯიმშელეიშვილი არის ძალიან კარგი მეორე ხაზელი. ყველაფერი აქვს ფაქტიურად და მეორე ხაზში დიდი ნაკრების საკადრო კრიზისის ფონზე აუცილებლად გამოგვადგება. ირლანდიასთან ერთი ულამაზესი ტრიალით ისე გაჭრა ხაზი, ჯიმშელეიშვილი კი არა ახალგაზრდა მაანონუ მეგონა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა :)
fraternity
18:14 22-06-2017
0

სიახლეები პოპულარული