გავიცნოთ "ბათუმის" მეტოქე ევროთასებზე - "ჰაიდელბერგი"

AutoSharing Option
შაბათს, 21 ოქტომბერს, "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარზე" პირველ საშინაო მატჩს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი რაგბი არენაზე გერმანული რაგბის ფლაგმანს - "ჰაიდელბერგს" უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

პირველ ტურში "ბათუმმა" იტალიაში იომა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა - 27:31. ზღვისპირელებმა მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს, რისთვისაც ბონუს-ქულა ერგო, მცირედი მარცხისთვის კიდევ ერთი ბონუსი აიღო და შინ 2 სატურნირო ქულით დაბრუნდა, რაც პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს უტოვებს. "ჰაიდელბერგმა" პირველ ტურში იტალიის ჩემპიონატის ლიდერს, მოქმედ ჩემპიონ "კალვიზანოს" უმასპინძლა და 23:19
დაამარცხა. გერმანელებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს და 2 გაუშვეს. ამ მატჩში იტალიელებმა მცირედი მარცხისთვის 1 ქულა მიიღს.

გერმანიის უძველესი სარაგბო კლუბი

გერმანიაში რაგბის თამაში XIX საუკუნისშუაში, ბრიტანელმა სტუდენტებმა დანერგეს და ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობით ადგილობრივებიც დაინტერესდნენ. "სპორტული კლუბი ჰაიდელბერგი" 1872 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიმართულება ნიჩბოსნობა იყო, დაახლოებით 15-20 წლის შემდეგ კი, სარაგბო გუნდიც შეიქმნა.

სარაგბო გუნდს პირველი "ოქროს ხანა" 1920-იანი წლების მიწურულს ჰქონდა, როდესაც სამჯერ გავიდა გერმანიის ჩემპიონატის ფინალში და 1927 და 1928 წლებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, 1950-იან წლებში ჰაიდელბერგში ბავშვთა გუნდები ჩამოყალიბდა და ის დიდ არენაზე 1961 წელს დაბრუნდა. განვითარების სწორად გაწერილმა გეგმამ შედეგი 1970-იან წლებში მოიტანა და "ჰაიდელბერგი" 3-ჯერ (1971, 1973 და 1976 წლები) გახდა ჩემპიონი. 1986 წელს გუნდი მეექვსედ გახდა ჩემპიონი, რის შემდეგაც დიდი ჩავრდნა დაეწყო და ორჯერ დაქვეითდა მეორე ბუნდესლიგაში.

გუნდი უძლიერესთა შორის 2005 წელს მეორედ დაბრუნდა 2010 წელს, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. "ჰაიდელბერგმა" ტიტული 2015 წლამდე ზედიზედ 6-ჯერ მოიპოვა, 2016 წელს ფინალში დამარცხდა, ხოლო 2017 წელს მე-13-ედ გახდა ჩემპიონი.

გერმანიის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ "ვიქტორია ლინდენი" იყო (20-ჯერ), "ჰაიდელბერგი" მეორე ადგილზეა, თუმცა 1971 წლიდან, რაც ბუნდესლიგა დაარსდა, ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ სწორედ "ჰაიდელბერგმა" მოიპოვა (10). "ბათუმის" მომავალმა მეტოქემ 14-ჯერ ითამაშა ფინალში, მეორე ადგილზე კი "ვიქტორია ლინდენია" (8 ჩემპიონობა, 15 ფინალი).


"ჰაიდელბერგი" საერთაშორისო ტურნირებში

გერმანიაში სულ ორი პროფესიული სარაგბო კლუბია - "ჰაიდელბერგი" და "ფრანკფურტი", თუმცა ევრო თასებზე აქამდე მხოლოდ "ჰაიდელბერგს" უთამაშია. ის ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში პირველად 2015/16 წლების სეზონში გამოჩნდა და ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამი თამაში მოიგო: პორტუგალიაში "დირეიტოსთან" 24:21, იტალიაში "მოლიანოსთან" 32:26 და შინ ბელგიურ "როიალთან" 50:14. იმ წელს პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადიოდა, დასკვნით ტურში გერმანელებს რუმინულმა "ტიმიშოარა-სარასენსმა" 10:3 აჯობა, "როვიგოს" გატანილ-მიღებული ქულების ბალანსით ჩამორჩა და პლეი ოფში ვერ გავიდა.

გასულ სეზონში გერმანელებმა სულ ერთი შეხვედრა მოიგეს - ბელგიაში "დენდერმონდთან" (33:16); "კალვიზანოსთან" (19:60), "კრასნი იართან" (21:50) და "პეტრარკასთან" (7:55) კი დამარცხდნენ და ბოლო ადგილზე დარჩნენ.


მიმდინარე სეზონში "ჰაიდელბერგმა" სულ 5 თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. უკვე ვწერდით, რომ "კონტინენტის ფარზე" "კალვიზანოს" საკუთარ 1500-იან სტადიონზე 23:19 აჯობა, მანამდე კი, გერმანიის ბუნდესლიგაში ოთხი თამაში მოიგო და ოთხივე დიდი სხვაობით - 125:10, 97:3, 60:0 და 92:0.

გუნდის ბირთვს გერმანიის ნაკრების მოთამაშეები წარმოადგენენ, მათ შორის ნატურალიზირებული მორაგბეებიც. "ჰაიდელბერგის" შემადგენლობაში მრავლად არიან ლეგიონერები წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან - 6 სამხრეთ აფრიკელი, 2 ინგლისელი, თითო-თითო არგენტინელი და ავსტრალიელი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

შაბათს, 21 ოქტომბერს, ‘ბათუმი’ ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარზე“ პირველ საშინაო მატჩს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი რაგბი არენაზე გერმანული რაგბის ფლაგმანს - ‘ჰაიდელბერგს’ უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

 

პირველ ტურში ‘ბათუმმა’ იტალიაში იომა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა - 27:31. ზღვისპირელებმა მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს, რისთვისაც ბონუს-ქულა ერგო, მცირედი მარცხისთვის კიდევ ერთი ბონუსი აიღო და შინ 2 სატურნირო ქულით დაბრუნდა, რაც პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს უტოვებს. ‘ჰაიდელბერგმა’ პირველ ტურში იტალიის ჩემპიონატის ლიდერს, მოქმედ ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ უმასპინძლა და 23:19 დაამარცხა. გერმანელებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს და 2 გაუშვეს. ამ მატჩში იტალიელებმა მცირედი მარცხისთვის 1 ქულა მიიღს.

 

გერმანიის უძველესი სარაგბო კლუბი

 

გერმანიაში რაგბის თამაში XIX საუკუნისშუაში, ბრიტანელმა სტუდენტებმა დანერგეს და ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობით ადგილობრივებიც დაინტერესდნენ. „სპორტული კლუბი ჰაიდელბერგი“ 1872 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიმართულება ნიჩბოსნობა იყო, დაახლოებით 15-20 წლის შემდეგ კი, სარაგბო გუნდიც შეიქმნა.

 

სარაგბო გუნდს პირველი „ოქროს ხანა“ 1920-იანი წლების მიწურულს ჰქონდა, როდესაც სამჯერ გავიდა გერმანიის ჩემპიონატის ფინალში და 1927 და 1928 წლებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

 

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, 1950-იან წლებში ჰაიდელბერგში ბავშვთა გუნდები ჩამოყალიბდა და ის დიდ არენაზე 1961 წელს დაბრუნდა. განვითარების სწორად გაწერილმა გეგმამ შედეგი 1970-იან წლებში მოიტანა და ‘ჰაიდელბერგი’ 3-ჯერ (1971, 1973 და 1976 წლები) გახდა ჩემპიონი. 1986 წელს გუნდი მეექვსედ გახდა ჩემპიონი, რის შემდეგაც დიდი ჩავრდნა დაეწყო და ორჯერ დაქვეითდა მეორე ბუნდესლიგაში.

 

გუნდი უძლიერესთა შორის 2005 წელს მეორედ დაბრუნდა 2010 წელს, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ‘ჰაიდელბერგმა’ ტიტული 2015 წლამდე ზედიზედ 6-ჯერ მოიპოვა, 2016 წელს ფინალში დამარცხდა, ხოლო 2017 წელს მე-13-ედ გახდა ჩემპიონი.

 

გერმანიის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ ‘ვიქტორია ლინდენი’ იყო (20-ჯერ), ‘ჰაიდელბერგი’ მეორე ადგილზეა, თუმცა 1971 წლიდან, რაც ბუნდესლიგა დაარსდა, ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ სწორედ ‘ჰაიდელბერგმა’ მოიპოვა (10). ‘ბათუმის’ მომავალმა მეტოქემ 14-ჯერ ითამაშა ფინალში, მეორე ადგილზე კი ‘ვიქტორია ლინდენია’ (8 ჩემპიონობა, 15 ფინალი).

 

‘ჰაიდელბერგი’ საერთაშორისო ტურნირებში

 

გერმანიაში სულ ორი პროფესიული სარაგბო კლუბია - ‘ჰაიდელბერგი’ და ‘ფრანკფურტი’, თუმცა ევრო თასებზე აქამდე მხოლოდ ‘ჰაიდელბერგს’ უთამაშია. ის ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში პირველად 2015/16 წლების სეზონში გამოჩნდა და ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამი თამაში მოიგო: პორტუგალიაში ‘დირეიტოსთან’ 24:21, იტალიაში ‘მოლიანოსთან’ 32:26 და შინ ბელგიურ ‘როიალთან’ 50:14. იმ წელს პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადიოდა, დასკვნით ტურში გერმანელებს რუმინულმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ 10:3 აჯობა, ‘როვიგოს’ გატანილ-მიღებული ქულების ბალანსით ჩამორჩა და პლეი ოფში ვერ გავიდა.

 

გასულ სეზონში გერმანელებმა სულ ერთი შეხვედრა მოიგეს - ბელგიაში ‘დენდერმონდთან’ (33:16); ‘კალვიზანოსთან’ (19:60), ‘კრასნი იართან’ (21:50) და ‘პეტრარკასთან’ (7:55) კი დამარცხდნენ და ბოლო ადგილზე დარჩნენ.

 

მიმდინარე სეზონში ‘ჰაიდელბერგმა’ სულ 5 თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. უკვე ვწერდით, რომ „კონტინენტის ფარზე“ ‘კალვიზანოს’ საკუთარ 1500-იან სტადიონზე 23:19 აჯობა, მანამდე კი, გერმანიის ბუნდესლიგაში ოთხი თამაში მოიგო და ოთხივე დიდი სხვაობით - 125:10, 97:3, 60:0 და 92:0.

 

გუნდის ბირთვს გერმანიის ნაკრების მოთამაშეები წარმოადგენენ, მათ შორის ნატურალიზირებული მორაგბეებიც. ‘ჰაიდელბერგის’ შემადგენლობაში მრავლად არიან ლეგიონერები წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან - 6 სამხრეთ აფრიკელი, 2 ინგლისელი, თითო-თითო არგენტინელი და ავსტრალიელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული