მიეცი ხმა გელა აფრასიძეს!

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის დაჯილდოების ყოველწლიურ საღამოზე, რომელიც წელს მონაკოში გაიმართება, წლის საუკეთესო ლელოს ავტორს გამოავლენენ - IRPA Try of The Year (მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის წლის საუკეთესო ლელო). წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის ერთ-ერთია გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ დადო.

ხმის მიცემა მხოლოდ "თვითერზე" მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გელას ლელოს ხმა მისცეთ, 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ამ ბმულის მეშვეობით შებრაძანდით მსოფლიო რაგბის "თვითერის" გვერდზე Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ
დააჭირეთ ღილაკს TWEET.

ხმის მიცემა მხოლოდ ამ პროცედურით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში გელა აფრასიძეს ხმა არ მიეცემა.

აფრასიძის გარდა, მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოს ჯილდოზე ასევე წარდგენილნი არიან:

ირლანდიის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" მესამეხაზელის, შონ ობრაიანის ლელო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ;

"პუმების" ფულბეკის, ჰუაკინ ტუკულეტის ლელო ინგლისის წინააღმდეგ;

ბლექბერნის, ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკის, ფორშა ვუდმენის ლელო აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში.

მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელო სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც აქამდე მიენიჭათ:

2016 - ჯეიმი ჰისლიფსი (ირლანდია)
2015 - ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია)
2014 - ფრანსუა ჰოუჰარდი (სამხრეთი აფრიკა)
2013 - ბიდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
2012 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთი აფრიკა)
2011 - რედიკი სამო (ავსტრალია)
2010 - ქრის ეშტონი (ინგლისი)
2009 - ჟაკ ფური (სამხრეთი აფრიკა)
2008 - ბრაიან ოდრისქოლი (ირლანდია)
2007 - ზი ნგვენია (აშშ)

წყარო: Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობაო - ესე იგი ხმა სწორად მივეცი. მაგრამ, მაინტერესებს, ოლსტარის დარად, აქაც ყოველდღე შეიძლება ხმის მიცემა, თუ, თითო კომპიუტერიდან ერთხელ?
ალექსანდრე
20:09 09-11-2017
0
მე უკვე დავრეგისტრირდი თვითერზე, მზად ვარ ყოველ დღე მივცე ხმა აფრასიძეს.
ლევანი
19:57 09-11-2017
0

სიახლეები პოპულარული