"ბათუმი" "ტიმიშოარა-სარასენსთან" 1/4-ფინალურ მატჩს სამი ცვლილებით ხვდება

AutoSharing Option
ფოტო: ედო კოჩალიძე

"ბათუმის" სამწვრთნელო შტაბმა "ტიმიშოარა-სარასენსთან" გასამართი პირველი მეოთხედფინალური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა რუმინეთის ჩემპიონი ერთი თვის წინ ბათუმში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 20:17 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ზღვისპირელებს ორრაუნდიან პლეი-ოფში კვლავ "ტიმიშოარა-სარასენსი" ერგოთ და პირველი შეხვედრა 13 იანვარს, ბათუმის "რაგბი არენაზე" 15 საათზე დაიწყება, ხოლო განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში კლუჟში შედგება.

ხაზში ერთი ცვლილებაა და ის ტრავმითაა განპირობებული. შუამარბმა ბექა ურჯუკაშვილმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და მის პოზიციაზე გიორგი გოგიტიძემ გადაინაცვლა, ხოლო გარემარბად
მარქაფიდან ნიკა ნინიძე დაწინაურდა, რომელმაც ევროთასების განვლილი ოთხი თამაშიდან ერთი სასტარტოში დაიწყო ("ვიადანასთან"), ხოლო სამჯერ შეცვლაზე შევიდა.

"კონტინენტის ფარზე" დებიუტი ექნება კვაჭ გიორგი თედორაძეს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ხოლო ბექა მამრიკიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ერთი ცვლილებაა შერკინების მეორე ხაზშიც და ამირან მიქაძის ნაცვლად თამაშს არჩილ ალიქაძე იწყებს.

პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის.

კონტინენტის ფარი - მეოთხედფინალი. პირველი მატჩი

13 იანვარი. ბათუმი. „რაგბი არენა“. 15 საათი

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ნიკა ნინიძე, 13. დავით ტრაპაიძე, 12. გიორგი გოგიტიძე, 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი,10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები):
1. ზურაბ ერისთავი (კაპ.), 2. გიორგი თედორაძე, 3. ტარიელ დონაძე, 4. არჩილ ალიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა:
16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. ამირან მიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. ნუკრი ფერსელიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ არ მოხდა გუნდის (დროებით, მხოლოდ ჩელენჯ ტურნირის მატჩებზე) გაძლიერება თუნდაც მხოლოდ დიდი10 გუნდების ბაზაზე?
ჩემი აზრით ეს ტესტია - თუკი ბათუმი მხოლოდ საკუთარი ძალებით დასძლევს რუმინეთის ნაკრების საბაზო კლუბს სადაც ლეგიონერებიც საკმაოდაა, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის ევროტურნირზე დასამკვიდრებლად შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
წინ ბათუმელებო! უძნელესი მატჩები გელით, და შეძლებელის შეძლებით ქართული რაგბის ისტორიის გამარჯვებების ფურცლებში ჩაეწერებით!
რამაზ
10:22 13-01-2018
0
წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.მაშინ დანგრეულ დამტვრეულმა ბათუმმა თავი გადადო და უდიდესი ძალისხმევით გაიმარჯვა,მათ ახლაც შეუძლიათ გამარჯვება და ვიცით საამისოთ ყველაფერს გაიღებენ,მაგრამ რა იქნებოდა სხვა კლუბები დახმარებოდნენ და ორი სამი კაცით მაინც გაეძლიერებინათ?ეს ხომ ყველას საერთო ინტერესებშია.თუნდაც ორ თვიანი იჯარა არაფერს დაუშავებდა კლუბებს,ბათუმს კი დიდი შეღავათი ექნებოდა.
სოსო
12:23 13-01-2018
0

სიახლეები პოპულარული