ესპანელებს ბელგიასთან (10:18) რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შედეგის ანულირება და შეხვედრის გადათამაშება სურთ.
"გვჯერა, რომ World Rugby მატჩის გადათამაშების საშუალებას მოგვცემს, რადგან გასულ კვირას ჩვენს სპორტს ვლად იორდაჩესკიმ თავისი მსაჯობით ჩირქი მისცხო", - ნათქვამია ესპანეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ესპანელები ბელგიასთან შეხვედრაში რუმინელი არბიტრის მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ, რამდენიმე მორაგბემ კი მსაჯზე გაიწია კიდევაც.
მაგისთანები გვინახავს ფეხბურთში!