დაჭრილებს შორის არის მორაგბე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, ლაშა საჯაია. დაჭრილია ასევე მისი მეგობარი გოგო და ასევე ლაშა საჯაიას ძმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ურთიერშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც შეირაღებული თავდასხმა მოხდა.
თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და გასროლა მიმავალი ავტომობილიდან განხორციელდა.
დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია
ამ წუთებში ზემო ვეძისში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ადმინ გთხოვთ არ დამიბლოკოთ,ამაზე კორექტულად ვეღარ შევძლებდი,ხოლო რომ არ დამეწერა,გული გამისკდებოდა ალბათ.