რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მომხდარის დეტალებს იხსენებს, თუმცა ვინ იყო თავდამსხმელი ან რა მიზეზით, მისთვის უცნობია.
საჯაიას თქმითვე, ის იმ პირებს არ იცნობს, რომლებმაც მისი მისამართით სროლა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვეძისში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან სამს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ისინი პალატებში განაგრძობენ მკურნალობას.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლებით, რაც