"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიას 24:20 სძლიეს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაატარეს, მაგრამ ქართულმა რაგბმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ გრანდებთან წაგება უკვე წარუმატებლობად ითვლება. გულშემატკივარი ბუნებრივია, უფრო მეტს ელის ჩვენი გუნდებისგან. ასეც უნდა იყოს.
ეროვნული ჰიმნი ჩვენმა მორაგბებმმა ისე შეასრულეს, რომ ნათელი შეიქნა მათი შემართება, რაც მალე დამტკიცდა კიდეც.
მეტოქის პირველი შეტევების მოგერიების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და არსენ
მაჩალაძემ ლელო დადო, აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და 7:0. ამის შემდეგ ირლანდიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, აფრასიძემ საჯარიმოთი მალევე აღადგინა 7-ქულიანი უპირატესობა. სამწუხაროდ, მე-20 წუთზე მსაჯმა მაღალი ბოჭვისათვის სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით.
დავრჩით და თავიც დავიცავით და სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახვაც მიაყოლა და 17:3. შემდეგ მოწინააღმდეგემ მრავალფაზიანი შეტევით ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:8 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თედო აბჟანდაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ მორიგი გარდასახვა ზუსტად გამოიყენა და 24:8. ამას ირლანდიელთა ხანგრძლივი იერიშები და სამი არჩათვლილი ლელოს მერე ანგარიშში სხვაობის 2 ლელოთი და 1 გარდასახვით 4 ქულამდე შემცირება მოჰყვა.
საბოლოოდ, შეხვედრა 24:20 დასრულდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ბონუს-ქულის მოპოვება და ჩვენი გუნდი 9-12-ე ადგილებისთვის იბრძოლებს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მოიგეს მატჩი.
22:28 07-06-2018
გილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ბოდიშით გადავუხვიე თემას )) უკეთეს შერკინებას და გამარჯვებას ველოდებით ბიჭებო შემდეგ თამაშში, გენაცვალეთ! ყველამ ვიცით რომ თავს არ დაზოგავთ.