უნდა გითხრათ, სტატია მეტად პროფესიონალური და ობიექტურია და "ახალგაზრდა ლელოელების" (ასე მოიხსენიებენ ჩვენს გუნდს) გამარჯვებას სრულიად დამსახურებულად მიიჩნევენ.
რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ:
"ირლანდიამ ბევრის უფლება მისცა მეტოქეს და წააგო. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან ზაფხულში თბილისში ამ გუნდს 24:18 მოვუგეთ და ვიცოდით, რომ მას შემდეგ კიდევ უფრო აიმაღლეს კლასი.
ჩვენმა გუნდმა "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" პოზიციური ბრძოლა წააგო. მათი გუნდის ფიზიკური მოტორი ჯალაღონიაა, აფრასიძე კი მოედანზე
ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა კოლინ დორისმა ნამატჩევს შემდეგი განაცხადა: "დაცვაში ბევრი შეცდომა არ დაგვიშვია. ვიცოდით, მოწინააღმდეგე რასაც აპირებდა - ძალისმიერ ბრძოლას და სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებით შეტევების წარმართვას. ეს გეგმა მათ კარგად შეასრულეს. ტურნირზე დიდი ამბიციები გვქონდა. საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან მიზანთან ახლოს ვიყავით. ამჯერადაც ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ".
გილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]