საქართველოსთან იტალიის ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება

AutoSharing Option
როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, საქართველოსთან მატჩში იტალიის ნაკრებს გუნდის ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება.

მას ფეხის კუნთის ტრავმა სეზონის სტარტიდანვე აწუხებს. ამიტომ დიდი ალბათობით, ის საქართველოსთან თამაშს ვერ მოახერხებს.

პარისეს შეცვლის ნომერ პირველი კანდიდატი ბრაამ სტეინია, რომელმაც ზაფხულში იაპონიასთან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, იტალიური გამოცემის ცნობით კი, კაპიტნის სამკლავურს ლეონარდო გირალდინი ჩაიბარებს.

35 წლის სერხიო პარისე გუნდის რეკორდსმენია, მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში 134 მატჩი აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ფლორენციაში, თბილისის დროით 18:00 საათზე
დაიწყება.

alt"ათიათასობით ქართველის მიერ შესრულებული ჰიმნი თბილისიდან სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რისი ეშინია იტალიურ მედიას

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული