გუშინ რაგბიში რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა.
ახალმა ზელანდიამ რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" არ დაინდო იტალია - 66:3 (31:3). "ოლ ბლექსმა" მასპინძლებს რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა. იტალიამ მხოლოდ 9 წუთი გაუძლო მრისხანე მეტოქის შეტევებს და შემდეგ მორცხვად დანებდა.
10 ლელოდან 4 ჯორდი ბარეტმა დადო, 3 დემიან მაკენზიმ, თითო-თითო კი ტიჯეი პერენარამ, ნგანი ლაუმაპემ და ბოდენ ბარეტმა.
"აძურის" მწვრთნელს კონორ ო'შის უნდოდა პლანეტის საუკეთესო გუნდთან თამაშში გაეგო თავისი შეგირდების რეალური ძალა და უნარი და გაიგო კიდეც.
რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფმა ფიჯიმ საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბა და "სტად დე ფრანსზე" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (12:14), საფრანგეთს 21:14 სძლია. ვერაფერს იტყვი, ისტორიული დღე იყო ფიჯისთვის - წინა 9 შეხვედრაში საფრანგეთმა იმარჯვა. შეგახსენებთ, ფიჯი მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნებთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს.
გლოსტერში რუსეთმა პირველი ტაიმი 22:10 მოუგო იაპონიას, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა (27:32).
სხვა მატჩების შედეგები
უელსი - სამხრეთ აფრიკა 20:11
შოტლანდია - არგენტინა 14:9
ინგლისი - ავსტრალია 37:18
ირლანდია - აშშ 57:14
რუმინეთი - ურუგვაი 20:27
ესპანეთი - სამოა 10:28
იტალია ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა იმ თამაშში, ყველა კომპონენტში გვაჯობა, შერკინებაშიც კი!!!!