იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ტესტ-მატჩებში თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
რა თქმა უნდა, ახალზელანდიელებთან შეხვედრის წინ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. თუმცა, შესანიშნავად ვიცოდით, ვისაც ვუპირისპირდებოდით.
ვცდილობთ უკეთესად ვიასპარეზოთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. სიახლეთა მუდმივ ძიებაში ვართ. ვიცით, ეს ძალიან გრძელი გზაა.
შემოდგომის ტეს-მატჩებში ჩვენზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საქართველოსთან და ავსტრალიასთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან კი ვერა.
ჩვენი შეცდომები მეტოქის სიძლიერის ბრალია და მათ გამოსასწორებლად უნდა ვიმუშავოთ".
შეგახსენებთ, იტალია რომში ახალ ზელანდიასთან 3:66 განადგურდა.