ხელშეკრულების თანახმად სანაკრებო და საკლუბო მატჩები "პირველი არხით" გადაიცემა.
შეთანხმების ნაწილია რაგბი ტვ-ს, რომელიც სრკ-ს მთავარ პარტნიორად რჩება და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მჭიდრო თანამშრომლება ექნება.
"პირველ არხზე" გადაიცემა "ბორჯღალოსნების" თამაშები მსოფლიო თასზე, რაგბი ევროპაზე და ტესტ-მატჩები, ასევე უმცროსი "ბორჯღალოსნების" და კლუბების გამორჩეული შეხვედრები, როგორც დიდი 10-იდან, ასევე ევროთასებიდან.
"საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რაგბის კავშირს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით