საქართველოს რაგბის კავშირმა ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა.
საქართველოს საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე დაასახელეს.
2018 საუკეთესო ლელო - თაზო მჭედლიძე იტალიის წინააღმდეგ.
2018 წლის მექულე - სოსო მათიაშვილი. სოსომ წელს 67 ქულა მოიხვეჭა - 2 ლელო, 9 გარდასახვა და 13 ჯარიმა.
წლის მელელოვე სანდრო თოდუა გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით 4 ლელო გაიტანა.
2018 წლის შემტევი- გიორგი კვესელაძე. კვესომ წელს ბორჯღალოსნების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 73 შეტევაში ბურთით 503 მეტრი დაფარა.
2018 წლის საუკეთესო მსაჯი - ნიკა ამაშუკელი.
ნიკა პირველი ქართველი მსაჯი იქნება, რომელიც ქართულ ბრიგადასთან ერთად წარუძღვება ჩელენჯ ქაფის მატჩს და 20-წლამდელთა 6 ერზე ინგლისი - იტალიის რკენას.
2018 წლის საუკეთესო მბოჭავი - გიორგი ცუცქირიძე. წელს ცუცქირიძეს ბორჯღალოსნებთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან 7 მატჩში ყველაზე მეტი, 91 ბოჭვა შეასრულა.
2018 წლის საუკეთესო მოშვიდკაცე - რამაზ ხარაზიშვილი.
2018 წლის საუკეთესო მორაგბე ქალი - სალომე მაკასარაშვილი. სალომე 7-ქალას ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავი და ამავდროულად მელელოვეა. წელს ჩვენმა გოგოებმა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი მოიგეს, რაშიც სალომემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა.
დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე - გიორგი შკინინი (ლოკომოტივი). მან გასულ სეზონში 23 ლელო გაიტანა.
დიდი 10-ის საუკეთესო მწვრთნელი - ბენდიაშვილი. მისი ხელმძღვანელობით "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონი გახდა.